ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

ირაკლი ფავლენიშვილი – „ახლებს“ ჰგონიათ, რომ ჩვენზე მუდმივი თავდასხმა მათ აქცევს მთავარ ოპოზიციურ ძალად, ეს ძალიან მცდარი პოზიციაა მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით

ირაკლი ფავლენიშვილი – „ახლებს“ ჰგონიათ, რომ ჩვენზე მუდმივი თავდასხმა მათ აქცევს მთავარ ოპოზიციურ ძალად, ეს ძალიან მცდარი პოზიციაა მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უბრალოდ ფაქტების კონსტატაცია მოახდინეს, ეს იმდენად არ მოეწონათ, რომ არ წყვეტენ თავდასხმას მიხეილ სააკაშვილსა და ჩვენს პარტიაზე. არ ვაპირებთ მუდმივად ამ თემაზე საუბარს, ვინაიდან ბევრი საკი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უბრალოდ ფაქტების კონსტატაცია მოახდინეს, ეს იმდენად არ მოეწონათ, რომ არ წყვეტენ თავდასხმას მიხეილ სააკაშვილსა და ჩვენს პარტიაზე. არ ვაპირებთ მუდმივად ამ თემაზე საუბარს, ვინაიდან ბევრი საკი…

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უბრალოდ ფაქტების კონსტატაცია მოახდინეს, ეს იმდენად არ მოეწონათ, რომ არ წყვეტენ თავდასხმას მიხეილ სააკაშვილსა და ჩვენს პარტიაზე. არ ვაპირებთ მუდმივად ამ თემაზე საუბარს, ვინაიდან ბევრი საკითხი გვაქვს, რაზეც ვმუშაობთ, თუმცა თუ თავდასხმები არ შეწყდება, ვუპასუხებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ახლებს“ ჰგონიათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მუდმივი თავდასხმა მათ აქცევს მთავარ ოპოზიციურ ძალად, რაც ძალიან მცდარი პოზიციაა მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით.

„„ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი არიან ყველაზე შეურიგებელი მებრძოლები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენს პარტიაში არსებობს ძალიან მკაფიო პოზიცია: არ შეიძლება, კონკრეტული ადამიანი, რომელიც არის დაკავშირებული ივანიშვილის რეჟიმის ეკონომიკურ სქემებთან, გამოჩნდეს წინასაარჩევნოდ, დახარჯოს უკონტროლოდ დიდი თანხა და, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყოს ივანიშვილის მიერ მწვანეშუქანთებული. ივანიშვილს ყოველთვის აწყობდა ოპოზიციის დაქსაქსვა​ და „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების პროცესის ხელშეწყობა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს