ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

ნინო წილოსანი: დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო

ნინო წილოსანი: დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, ლოგიკურ ჯაჭვსაც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, ლოგიკურ ჯაჭვსაც…

დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

წილოსანის თქმით, ლოგიკურ ჯაჭვსაც კი ვერ ააწყობს ადამიანი, ისეთ ფაქტებსა და მოცემულობაზეა ლაპარაკი.

„დავით გარეჯთან დაკავშირებით "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული სტატია და ინფორმაცია მტკნარი სიცრუე იყო. ფაქტობრივად, არაფერზე დაყრდნობით, ჭორაობით, ლოგიკურ ჯაჭვსაც კი ვერ ააწყობს ადამიანი, ისეთ ფაქტებსა და მოცემულობაზე საუბრობენ. როგორც ჩანს, "ასავალ-დასავალისთვის" ესეც საკმარისი იყო, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ კამპანიები აეგორებინა.

სამწუხაროა, რომ ასეთი სტატიები, როგორც ჩანს, ხშირად იბეჭდებოდა, თუმცა ზუსტად იმაზე, რომ "ასავალ-დასავალში" გარკვეულწილად შეკვეთილი თუ მიზანმიმართული სტატიები იბეჭდებოდა, ამის შესახებაც ჩემთვის პირადად ირაკლი ღარიბაშვილის პოსტებიდან გახდა ცნობილი. ამიტომ, როგორც ჩანს, თავადვე ასაჯაროებენ, რა პროცესებს ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნა მან.

როგორ ცდილობს "ასავალ-დასავალი" მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ რეაბილიტაციას - უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ექსპრემიერის მიერ დანაშაულის აღიარების შემდეგ, გაზეთში აქტიურად იწერება სტატიები, რომლებიც, მმართველი გუნდის შეფასებით, დაკვეთილ კამპანიას ჰგავს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს