ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 13

თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილის ცოლისძმის ცილისწამებას პასუხობს: სააკაშვილის დროს აპოლიტიკური თანამდებობა მეკავა და მის პოლიტიკურ პარტიასთან არასდროს მქონია საქმე. პრეზიდენტის სურათი კი ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა და ამ სურათს ელჩები არ კიდებდნენ

თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილის ცოლისძმის ცილისწამებას პასუხობს: სააკაშვილის დროს აპოლიტიკური თანამდებობა მეკავა და მის პოლიტიკურ პარტიასთან არასდროს მქონია საქმე. პრეზიდენტის სურათი კი ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა და ამ სურათს ელჩები არ კიდებდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ალექსანდრე თამაზაშვილის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება და განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეჭირა აპოლიტიკური თანამდებობა დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ალექსანდრე თამაზაშვილის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება და განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეჭირა აპოლიტიკური თანამდებობა დ…

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ალექსანდრე თამაზაშვილის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება და განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეჭირა აპოლიტიკური თანამდებობა და არ ჰქონია კავშირი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„ჯერ ერთი, მე არსად არ გავრბივარ, სადაც მიკროფონია. პრესსამსახური გეგმავს დროს და ადგილს კომენტარისთვის. შემდეგ, არც პირველი პრეზიდენტი დამიმხია, მთელი ედეპეს ხელმძღვანელობა ციხეში იჯდა, როდესაც მისივე პრემიერმა და მისივე გვარდიის ხელმძღვანელმა შეიარაღებული ამბოხი წამოიწყეს. ესეც ტყუილია. შემდეგ, საკონსტიტუციო კომისიის იმდროინდელი შემადგენლობა წაიკითხე და თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხებოდა ამ საქმეში, იმათ უდიდეს უმრავლესობას იქ აღმოაჩენ. აქაც ტყუის, რომ მე დავწერე პროექტი მარტომ. შემდეგ, სააკაშვილის დროს მეკავა აპოლიტიკური თანამდებობა და მის პოლიტიკურ პარტიასთან არასდროს მქონია საქმე.

პრეზიდენტის სურათი კი ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა და ამ სურათს ელჩები არ კიდებდნენ, აქაც ტყუილზე აგებ ყველაფერს. დაბოლოს, მე არა ვარ ის პერსონა, ვისაც მან პრობლემები შეუქმნა, პირველ რიგში, თავისი საქციელით და ესეც კარგად იცით ალბათ, ვისაც შეუქმნა. ახლაც კარგად იცით, რომ ამ გუნდს ერჩით და არა მე პერსონალურად და არც პრემიერს ერჩით მხოლოდ. მე პიროვნულად არაფერი მქონდა მასთან დასაპირისპირებლად, თქვენ ხდით პიროვნულს. კი ბატონო, თუ ასე გინდათ, იყოს. დანარჩენი, ბრმა არავინ არის და არც ყრუ, იცის ხალხმა, ვის რა აღმოუჩინეს, რას აკეთებდა და როგორ. მე აღარ გავაგრძელებ, თუ ისევ არ დაიწყებთ უსაფუძვლო გაღმა შედავებას“, - წერს შარმანაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს