ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს

დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ბაქო, აზერბაიჯანი) ომარ ბარაქათ მნაველ ალ-ნაჰარს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ბაქო, აზერბაიჯანი) ომარ ბარაქათ მნაველ ალ-ნაჰარს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ბაქო, აზერბაიჯანი) ომარ ბარაქათ მნაველ ალ-ნაჰარს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„საქართველოსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება. მოგეხსენებათ, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები სხვადასხვა ქვეყანასთან, რაც ჩვენს პარტნიორებს საქართველოს გავლით მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობებს აძლევს. მოხარული ვიქნები, საქართველოში ვუმასპინძლო ჩემს კოლეგა მინისტრს, რომ პირისპირ განვიხილოთ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და ის შესაძლებლობები, რაც ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ომარ ბარაქათ მნაველ ალ-ნაჰარის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობა და ურთიერთმხარდაჭერა ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და ახალი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

საუბარი შეეხო იორდანიიდან ზეითუნის ზეთისა და ბოსტნეულის იმპორტის, საქართველოდან კი ცოცხალი და დაკლული ცხვრის, ჰალალის სტანდარტით სერტიფიცირებული ფრინველის ხორცის, თხილის, ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა სასმელების იორდანიის ბაზარზე ექსპორტის საკითხებს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს