ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

შალვა პაპუაშვილი „ასავალ-დასავალზე“: სასამართლო განხილვების პოლიტიზირება და ამით ყურადღების გადატანა საქართველოში არავის გამოსვლია

შალვა პაპუაშვილი „ასავალ-დასავალზე“: სასამართლო განხილვების პოლიტიზირება და ამით ყურადღების გადატანა საქართველოში არავის გამოსვლია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ დაწერილ სტატიებზე მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, სასამართლო განხილვების პოლიტიზირება და ამით ყურადღების გადატანა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ დაწერილ სტატიებზე მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, სასამართლო განხილვების პოლიტიზირება და ამით ყურადღების გადატანა…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ დაწერილ სტატიებზე მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, სასამართლო განხილვების პოლიტიზირება და ამით ყურადღების გადატანა საქართველოში არავის გამოსვლია.

„პოლიტიზირების მცდელობას ყველანაირად უნდა შევეწინააღმდეგოთ. ეს არის ტაქტიკა, რომ პოლიტიზირება მოხდეს სისხლის სამართლებრივი საქმის, ბრალის და სამართლებრივი პროცესის და ამით ყურადღება მოდუნდეს მთავარ საკითხზე. რაც შეეხება მთავარ საკითხს - ბრალი არის წარდგენილი, ეს არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები. პოლიტიკური განცხადებებით საქართველოში მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა ჯერ არავის გამოსვლია, ასე, რომ მნიშვნელოვანია, ყველა კონცენტრირდეს სამართლებრივ საკითხებზე.

როცა საუბარია ადამიანზე, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე - ამ ადამიანმა მძიმე ცოდვები დაიდო, ცილი დასწამა და თავი მოიკლა. ის ადამიანები, რომლებიც მას იყენებენ როგორც იარაღად, სწორედ ისინი არიან მისი ყველაზე დიდი მტრები. ადამიანი ასეთი დამძიმებული წავიდა, და თუ რაიმეს სცემენ პატივს, ამ ადამიანის სული მოასვენონ. მძიმეა ამის ყურება, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ხდება გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორ ცდილობს „ასავალ-დასავალი" მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ რეაბილიტაციას - უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ექსპრემიერის მიერ დანაშაულის აღიარების შემდეგ, გაზეთში აქტიურად იწერება სტატიები, რომლებიც, მმართველი გუნდის შეფასებით, დაკვეთილ კამპანიას ჰგავს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს