ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

ნინო წილოსანი – მიშას ერთგული „ნაციონალები“ მიშასგან გამდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან, 2024 წლის არჩევნებზე „ახალმა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამდგარმა წევრებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურგში დანა ჩაარტყეს

ნინო წილოსანი – მიშას ერთგული „ნაციონალები“ მიშასგან გამდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან, 2024 წლის არჩევნებზე „ახალმა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამდგარმა წევრებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურგში დანა ჩაარტყეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2024 წლის არჩევნებზე „ახალმა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამდგარმა წევრებმა სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურგში დანა ჩაარტყეს. ვგულისხმობ იმ დაფინანსებას, რომელიც სააკაშვილის მითითებით „ნაციონალური მოძრაობისთვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2024 წლის არჩევნებზე „ახალმა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამდგარმა წევრებმა სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურგში დანა ჩაარტყეს. ვგულისხმობ იმ დაფინანსებას, რომელიც სააკაშვილის მითითებით „ნაციონალური მოძრაობისთვ…

2024 წლის არჩევნებზე „ახალმა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამდგარმა წევრებმა სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურგში დანა ჩაარტყეს. ვგულისხმობ იმ დაფინანსებას, რომელიც სააკაშვილის მითითებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უნდა წამოსულიყო, თუმცა პარტია „ახალმა“ საკუთარი ინტერესებისთვის აითვისა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ერთმანეთის მიმართ არაკეთილსინდისიერებამ გამოიწვია ის პროცესები, რაც ახლა ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარეობს.

„ფაქტია, რომ მიშას ერთგული „ნაციონალები“ მიშასგან გამდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან. ვერ ვიტყვი, რომ ამის საფუძველი არ აქვთ, რადგან 2024 წლის არჩევნებზე პარტია „ახალმა“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამდგარმა წევრებმა სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურგში დანა ჩაარტყეს. ვგულისხმობ იმ დაფინანსებას, რომელიც, როგორც ჩანს, სააკაშვილის მითითებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უნდა წამოსულიყო, თუმცა პარტია „ახალმა“ საკუთარი ინტერესებისთვის აითვისა და შედეგიც სახეზე იყო. ორივე მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატზე ისხდნენ, თუმცა პარტია „ახალს“ გაცილებით მაღალი პროცენტული მხარდაჭერა 2024 წელს აღმოაჩნდა. ეს ძალიან ხელოვნური და იმ დაფინანსებით გამოწვეული იყო, რომელიც „ნაცმოძრაობას“ იმ ადამიანების გადაბირებით და თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის მომხრობით წაართვა, რომელმაც საბოლოო ჯამში, ეს შედეგი მოგვცა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა – ერთმანეთის მიმართ არაკეთილსინდისიერებამ, იმ უნამუსობამ და ამორალობამ, რომელსაც ერთმანეთს უწუნებენ, საბოლოო შედეგიც გამოიღო და ახლა ამ ყველაფრის ზედაპირზე ამოტანას ვხედავთ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს