ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

გია ვოლსკი – კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ერთი მიზანი აქვს, როგორმე ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება მოიყვანოს, რომელიც გარე პატრონს აწყობს, მთავარი მიზანია გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვა

გია ვოლსკი – კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ერთი მიზანი აქვს, როგორმე ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება მოიყვანოს, რომელიც გარე პატრონს აწყობს, მთავარი მიზანია გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დავა იმაზე მიდის, მიხეილ სააკაშვილი კარგია თუ არა იმ რევოლუციური პროცესისთვის. ეს დავა კი იმისათვის მიმდინარეობს, რომ რევოლუციურ პროცესს სააკაშვილის სისხლიანი წარსული ჩამოაშორონ, ვინაიდან ეს, მათი აზრით, ხელს უშლის ახალგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დავა იმაზე მიდის, მიხეილ სააკაშვილი კარგია თუ არა იმ რევოლუციური პროცესისთვის. ეს დავა კი იმისათვის მიმდინარეობს, რომ რევოლუციურ პროცესს სააკაშვილის სისხლიანი წარსული ჩამოაშორონ, ვინაიდან ეს, მათი აზრით, ხელს უშლის ახალგ…

დავა იმაზე მიდის, მიხეილ სააკაშვილი კარგია თუ არა იმ რევოლუციური პროცესისთვის. ეს დავა კი იმისათვის მიმდინარეობს, რომ რევოლუციურ პროცესს სააკაშვილის სისხლიანი წარსული ჩამოაშორონ, ვინაიდან ეს, მათი აზრით, ხელს უშლის ახალგაზრდების გამოყენებას ამ პროცესში. ამიტომ ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ შექმნეს და „ახალი“ დაარქვეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სერიოზულად შეკრული სექტა არსებობს, რომელიც სააკაშვილის ბანერების ფრიალს თავს არანაირად არ დაანებებს.

„ზოგიერთს დამაზიანებელი სააკაშვილის ბანერი ჰგონია და ერთმანეთს გესლავენ. 40 მილიონზეა ლაპარაკი, რომელიც თურმე „ქართულმა ოცნებამ“ გვარამიას მისცა. ერთმანეთზე ზღაპრებს ჰყვებიან, თუმცა ისეთ საკითხებს ასაჯაროვებენ, რაც ყველამ იცის. გვარამია რომ ამ პროცესების მმართველი იყო, ყველამ იცის. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელსაც ერთი მიზანი აქვს – როგორმე ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც გარე პატრონს აწყობს. ეს გარე პატრონი რაღაც სტანდარტებს არ ითვალისწინებს, არც ევროკავშირისას. მთავარი მიზანია, გლობალურ პროცესებში, დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვა. სხვა მხრივ, ერთმანეთს ხან დაგესლავენ, ხან მოეფერებიან, ეს არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს