ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

რევაზ ლომინაძე – გაერო-ს უფლებათა საბჭოს განცხადებებში კვლავ გვხვდება საქართველოზე არასწორი ნარატივები, რომლებიც არ ასახავს ქვეყნის მიერ მიღწეულ, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროგრესს

რევაზ ლომინაძე – გაერო-ს უფლებათა საბჭოს განცხადებებში კვლავ გვხვდება საქართველოზე არასწორი ნარატივები, რომლებიც არ ასახავს ქვეყნის მიერ მიღწეულ, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროგრესს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე, გენერალური დებატების ფარგლებში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ყოველწლიური ანგარიშის ზეპირ მოხსენებასთან დაკავშირებით, 8 სექტემბერს ორგანიზაციის წევრმა ქვეყნე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე, გენერალური დებატების ფარგლებში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ყოველწლიური ანგარიშის ზეპირ მოხსენებასთან დაკავშირებით, 8 სექტემბერს ორგანიზაციის წევრმა ქვეყნე…

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე, გენერალური დებატების ფარგლებში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ყოველწლიური ანგარიშის ზეპირ მოხსენებასთან დაკავშირებით, 8 სექტემბერს ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა განცხადებები გააკეთეს.

ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ცნობით, ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით.

ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, რევაზ ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციაზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რაც დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით.

ამასთან, ევროკავშირის განცხადების საპასუხოდ, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა: „სამწუხაროდ, ამ საბჭოში გაკეთებულ განცხადებებში, კვლავ გვხვდება საქართველოს შესახებ არასწორი ნარატივები. მსგავსი შეფასებები რეალობას ამახინჯებს, ვინაიდან სათანადოდ არ ასახავს საქართველოს მიერ მიღწეულ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, გამჭვირვალობა, ღია მმართველობა და კანონის უზენაესობა. საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და გამჭვირვალე, ფაქტებზე დაფუძნებული კომუნიკაციის ერთგულია და მზად არის შინაარსიანი დიალოგისთვის“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს