ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 5

ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა

ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს“ UNESCO-ს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის პატრონაჟი მიენიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს“ UNESCO-ს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის პატრონაჟი მიენიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძ…

„ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს“ UNESCO-ს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის პატრონაჟი მიენიჭა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს ოფიციალური წერილით მიმართა.

მინისტრის მოადგილემ ბოლქვაძეს გადასცა UNESCO-ს აფრიკისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში გენერალური დირექტორის თანაშემწის, ლიდია არტურ ბრიტოს წერილი და შესაბამისი ინსტრუქცია, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ორგანიზაციის სახელისა და ლოგოს - „ UNESCO-ს ​ პატრონაჟით“ გამოყენების წესებს განსაზღვრავს.

UNESCO-ს ​პატრონაჟი წარმოადგენს ორგანიზაციის უმაღლესი დონის აღიარებას, რომელიც განსაკუთრებული კულტურული და სახელოვნებო მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტებს ენიჭება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს