ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 14

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის 2026 წლის გლობალური კონფერენციის ფარგლებში, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის 2026 წლის გლობალური კონფერენციის ფარგლებში, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორის…

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის 2026 წლის გლობალური კონფერენციის ფარგლებში, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის 50-მდე დელეგაციის 350-მა წარმომადგენელმა - მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი უწყებების 21-მა ხელმძღვანელმა იმსჯელა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტეროროზმთან ბრძოლის წინააღმდეგ მიუკერძოებელი სტანდარტების ხელშეწყობა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება. აქცენტი ასევე გაკეთდა ახალი ტექნოლოგიების რეგულირების გაძლიერებასა და ტერორიზმთან ბრძოლის მმართველობის გაუმჯობესებაზე.

ღონისძიების დასასრულს, მიიღეს შემაჯამებელი დოკუმენტი:„გლობალური კონტრტერორისტული სამოქმედო გეგმა (2026)“.

კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს კონტრტერორიზმის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე დაბალანსებული და მდგრადი თანამშრომლობის სისტემის ჩამოყალიბებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს