ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 14

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციაში რა პროცესებიც მიმდინარეობს ერთი მხრივ ეს არის ხელოვნური პროცესები, იგივე ალიანსის შექმნა და იმ ალიანსში ხმაური, ვინაიდან მოქალაქეების ყურადღების გადატანა სურდათ გარე პატრონებს

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციაში რა პროცესებიც მიმდინარეობს ერთი მხრივ ეს არის ხელოვნური პროცესები, იგივე ალიანსის შექმნა და იმ ალიანსში ხმაური, ვინაიდან მოქალაქეების ყურადღების გადატანა სურდათ გარე პატრონებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თვითონ ოპოზიციაში რა პროცესებიც მიმდინარეობს, ერთი მხრივ, ეს არის ხელოვნური პროცესები, იგივე ალიანსის შექმნა და იმ ალიანსში ხმაური, ვინაიდან მოქალაქეების ყურადღების გადატანა სურდათ გარე პატრონებს, - განაცხადა ფრაქცია „ქა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თვითონ ოპოზიციაში რა პროცესებიც მიმდინარეობს, ერთი მხრივ, ეს არის ხელოვნური პროცესები, იგივე ალიანსის შექმნა და იმ ალიანსში ხმაური, ვინაიდან მოქალაქეების ყურადღების გადატანა სურდათ გარე პატრონებს, - განაცხადა ფრაქცია „ქა…

თვითონ ოპოზიციაში რა პროცესებიც მიმდინარეობს, ერთი მხრივ, ეს არის ხელოვნური პროცესები, იგივე ალიანსის შექმნა და იმ ალიანსში ხმაური, ვინაიდან მოქალაქეების ყურადღების გადატანა სურდათ გარე პატრონებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მათ სურთ, რომ „ლელო“ და გახარია დატოვონ ამ თამაშებს მიღმა და საზოგადოების აზრი იმგვარად ჩამოაყალიბონ, თითქოს „ლელო“ და გახარიას პარტია აყალიბებენ საკუთარ დღის წესრიგს და არიან დამოუკიდებელი პარტიები.

„მათ სურთ, რომ „ლელო“ და გახარია დატოვონ ამ თამაშებს მიღმა და საზოგადოების აზრი იმგვარად ჩამოაყალიბონ, თითქოს „ლელო“ და გახარიას პარტია აყალიბებენ საკუთარ დღის წესრიგს და არიან დამოუკიდებელი პარტიები. რეალურად ეს პარტიებიც იმართებიან ზუსტად იმავე ვერტიკალით.

მეორე მხრივ მიმდინარეობს ბუნებრივი პროცესები ადამიანებს შორის, რომლებსაც ერთმანეთი ეზიზღებათ და ყველა ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ გარე პატრონების ფავორიტი გახდეს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ოპოზიციაში დიდი არეულობაა. „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა გვარამიას პარტიას უპირისპირდება. ურთიერთბრალდებები გრძელდება. იაგო ხვიჩია კი ყოფილ კოლეგებს თავისუფლების მტრებს უწოდებს და პარტიის სახელის ცვლილების მიზეზებს განმარტავს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს