ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 31

ნიკა გვარამია: სააკაშვილმა ნიშნოს პარტიის ლიდერებად ურეპუტაციო დედალიიაგოები და სდიოს "ახლებს" ბინძური ტყუილებით. ნაცებმა საკუთარი თავი თავად გადასცეს ხელში ქართული პოლიტიკის ყველაზე გამორჩეულ ნაძირლებს და მატყუარებს

ნიკა გვარამია: სააკაშვილმა ნიშნოს პარტიის ლიდერებად ურეპუტაციო დედალიიაგოები და სდიოს "ახლებს"  ბინძური ტყუილებით. ნაცებმა საკუთარი თავი თავად გადასცეს ხელში ქართული პოლიტიკის ყველაზე გამორჩეულ ნაძირლებს და მატყუარებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „თავისუფალი ხალხის პარტიის“ (გირჩი) ლიდერის, იაგო ხვიჩიას „ფორმულასთან“ ინტერვიუს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცებმა საკუთარი თავი თავად გადასცეს ხელში ქართული პოლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „თავისუფალი ხალხის პარტიის“ (გირჩი) ლიდერის, იაგო ხვიჩიას „ფორმულასთან“ ინტერვიუს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცებმა საკუთარი თავი თავად გადასცეს ხელში ქართული პოლ…

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „თავისუფალი ხალხის პარტიის“ (გირჩი) ლიდერის, იაგო ხვიჩიას „ფორმულასთან“ ინტერვიუს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცებმა საკუთარი თავი თავად გადასცეს ხელში ქართული პოლიტიკის ყველაზე გამორჩეულ ნაძირლებს და მატყუარებს.“

გვარამიას თქმით, ხვიჩიას გამოსვლა „გამოაშკარავებული აგენტის თავისმართლებაა“, რომელიც მმართველი გუნდის ინტერესებით მოქმედებს და „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნიდან დაშლას ისახავს მიზნად.

„იაგო ხვიჩიას ვუსმენ ფორმულაზე, გიორგი თარგამაძესთან. გასაკვირია, მარა ესეც ხდება ხოლმე. ჩვეულებრივი თავისმართლებაა გამოჭერილი გამოაშკარავებული აგენტის: უამრავი ტყუილით, საღი აზრის და ლოგიკის მინიმალურ ტესტს რომ ვერ გაივლის.

ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეგ კაცი დაშლის ნაცმოძრაობას, საკუთარ მოკავშირედ რომ აცხადებს ახლა და ყვება, მიშას და ბიძინას შერიგებისთვის როგორ იღწვის. თან ისე დაშლის, წელს რომ ვერ აითრევს ვერასდროს. შეიძლება, სწორედ ესაა მიზანი, ან შეიძლება ოპორტუნისტულად იყენებს მოფამფალებული ენმ-ის უღონობას და წყალწაღებულის მიერ ყველა ხავსის მოჭიდების სურვილს. არ ვიცი, და დიდად არც ჩავეძიები, ჩემი პრობლემა ეს არ არის.

მიშამ კიდე ნიშნოს პარტიის ლიდერებად ურეპუტაციო დედალიიაგოები და სდიოს "ახლებს" ამორალური და ბინძური ტყუილებით. მარტო პარტია კი არ შემოეშლება ხელში, შემდეგ ინტერვიუებში უკვე ეს ქოცების ფულზე მჯდომი ფარჩაკი იმას მოყვება, ბიძინასთან სააკაშვილის შენათვალი როგორ მიქონდა, და ამ შენათვალის შინაარსსაც გაგვაცნობს.

მერე მამალიიაგოების და დედალიიაგოების კრიახი და ურთიერთკორტნა ვერ აღადგენს ჩაქვესკნელებულ რეპუტაციას. არც ეგ არაა ჩემი პრობლემა: ნაცებმა საკუთარი თავი თავად გადასცეს ხელში ქართული პოლიტიკის ყველაზე გამორჩეულ ნაძირლებს და მატყუარებს. ვეჭვობ, ეს არჩევანი ძვირად დაუჯდებათ.“- წერს გვარამია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს