ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ფარჰად აბდულაევს შეხვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ფარჰად აბდულაევს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციას უმასპინძლა სასამართლოს თავმჯდომარის - ფარჰად აბდულაევის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციას უმასპინძლა სასამართლოს თავმჯდომარის - ფარჰად აბდულაევის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრებ…

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციას უმასპინძლა სასამართლოს თავმჯდომარის - ფარჰად აბდულაევის ხელმძღვანელობით.

შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე, მარინე გვიანიძე, მინდია დიასამიძე და აზერბაიჯანის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში - ფუად აზიზოვი ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მეგობრულ და მრავალმხრივ პარტნიორულ ურთიერთობებზე სხვადასხვა სფეროში.

„საკონსტიტუციო სასამართლოები, როგორც უმთავრესი კანონის - კონსტიტუციის დაცვის გარანტორები, თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერი სახელმწიფოს სამართლებრივ ცხოვრებაში. ამასთან, ჩვენს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, საერთო ისტორია აქვს და როგორც მეგობარი ერები, პარალელურად გავდიოდით ყველა მნიშვნელოვან საკონსტიტუციო და ინსტიტუციურ გზას. შესაბამისად, განსაკუთრებულ პატივს ვცემთ აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივ და ინსტიტუციურ ქმედებებს, რომლებიც კანონის უზენაესობას უზრუნველყოფს“,- აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

შეხვედრაზე, მხარეებმა, ასევე ისაუბრეს საკანონმდებლო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, პროფესიული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივებზე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს