ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

აშშ-ში საქართველოს საელჩო – პატივს მივაგებთ 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას, სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს

აშშ-ში საქართველოს საელჩო – პატივს მივაგებთ 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას, სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიამ წარუშლელი კვალი დატოვა როგორც ამერიკელი ხალხის, ისე საერთაშორისო საზოგადოების მეხსიერებაში, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში წერს. საელჩო პატივს მიაგებს ტრაგედიის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიამ წარუშლელი კვალი დატოვა როგორც ამერიკელი ხალხის, ისე საერთაშორისო საზოგადოების მეხსიერებაში, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში წერს. საელჩო პატივს მიაგებს ტრაგედიის…

2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიამ წარუშლელი კვალი დატოვა როგორც ამერიკელი ხალხის, ისე საერთაშორისო საზოგადოების მეხსიერებაში, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

საელჩო პატივს მიაგებს ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას და სოლიდარობას უცხადებს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„დღეს 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენიდან 25 წელი შესრულდა. აღნიშნულმა ტრაგედიამ ღრმა და წარუშლელი კვალი დატოვა როგორც ამერიკელი ხალხის, ისე მთელი საერთაშორისო საზოგადოების მეხსიერებაში. 2001 წლის 11 სექტემბერი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ მოვლენად დარჩება, რომელმაც საუკუნის დასაწყისში შეგვახსენა, რომ უმძიმესი განსაცდელის ჟამსაც კი შესაძლებელია ურთიერთმხარდაჭერის, სოლიდარობისა და ერთიანობის შენარჩუნება.

სამხედრო მოსამსახურეებმა, მეხანძრეებმა, მაშველებმა და უბრალოდ რიგითმა მოქალაქეებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აჩვენეს თავდადების გმირული მაგალითები, რომელთა შედეგად 11 სექტემბერი სამარადჟამოდ არა მხოლოდ უდიდესი ტრაგედიის, არამედ ადამიანური ღირსების, სიმტკიცისა და თანადგომის სიმბოლოდაც დარჩება.

ამ უპრეცედენტო მასშტაბის ტერორისტულ თავდასხმას თითქმის სამი ათასი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო მათმა ოჯახებმა უმძიმესი დანაკარგი განიცადეს. პატივს მივაგებთ თითოეული დაღუპულის ხსოვნას და ვუერთდებით დაღუპულთა ოჯახებს მათ მოგონებაში. სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – წერს აშშ-ში საქართველოს საელჩო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს