ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა3 წთ საკითხავი👁 8

შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, სასაცილოა უკვე - იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ სერიოზულად უკვე ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის

შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, სასაცილოა უკვე - იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ სერიოზულად უკვე ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე. როდესაც [ევროკავშირის] წევრებიც არ არიან, არიან კანდიდატები და სუვერენული ქვეყნები, ც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე. როდესაც [ევროკავშირის] წევრებიც არ არიან, არიან კანდიდატები და სუვერენული ქვეყნები, ც…

ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე. როდესაც [ევროკავშირის] წევრებიც არ არიან, არიან კანდიდატები და სუვერენული ქვეყნები, ცდილობენ, მათი საგარეო პოლიტიკასა და საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით პირდაპირ ულტიმატუმები დაუყენონ. ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს ამერიკის შეერთებული შტატები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.

შალვა პაპუაშვილმა ასე შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადება, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.

მან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას არაკვალიფიციური უწოდა.

„იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ სერიოზულად უკვე ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის. როდესაც ამას საჯაროდ იტყვის გაფართოების კომისარი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან არ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა, და „მაგა“ სხვა არაფერია, თუ არა ტრამპის პოლიტიკური და მისი ფილოსოფიის მთავარი საყრდენი, როგორც შეიძლება, ამის შემდეგ რამენაირად სერიოზულად გავიგოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კოსის განცხადებას კიდევ ერთი კონტექსტი აქვს და ეს სერბეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობაა.

„ამას აქვს მეორე კონტექსტიც, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ეს განცხადება გაკეთდა განსაკუთრებით სერბეთის გასაგონად. სადაც მალე იმართება კონფერენცია, რომელიც მათ შორის ამ მოძრაობის მონაწილეობით იქნება და სერბეთის ოქტომბერში დანიშნულია არჩევნები. ეს სიგნალიც არის მათ შორის, არჩევნებში ჩარევის ერთ-ერთი მცდელობა. მანამდე, სულ ახლახან იყო განცხადებები სერბეთში ერთ-ერთი სერბის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც სასჯელს იხდიდა მათ შორის, სერბეთში 1990-იან წლებში მომხდარი სხვადასხვა დანაშაულისთვის, მაგრამ [ბრიუსელში] არ მოეწონათ, რომ სერბეთში საზოგადოებაში გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდათ პოზიტიური დამოკიდებულება, ამას პირდაპირ მოაყოლეს ულტიმატუმები.

ეს ყველაფერი არის მცდელობა, რომ ჩაერიონ სერბეთის არჩევნებში და ამიტომ საბაბებს ეძებენ, ხან ეს იქნება ყოფილი ჩინოვნიკის დასაფლავების ცერემონიამ ასე ჩაიარა თუ ისე, ახლა არის „მაგა“-სთან ურთიერთობა ექნებათ თუ არა და კონფერენციას ჩაატარებენ თუ არა, ეს არის პირდაპირ ჩარევა კანდიდატი ქვეყნის არჩევნებში. დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ მოჰყვება სხვა [თემები], დავაკვირდეთ და დავინახავთ კარგად ბრიუსელის ჩარევის მცდელობებს სერბეთის არჩევნებში ისევე, როგორც ამ მცდელობებს ჰქონდა ადგილი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით.

ეს თავისთავად აჩვენებს ერთ რამეს - ის, რაზეც საუბრობენ ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით და თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება, არის სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის და ხალხის სუვერენული არჩევანის პატივისცემა, ამას პირდაპირ თელავს დღევანდელი ბრიუსელი იმით, რომ პირდაპირ ერევა არჩევნებში. 2024 წლის არჩევნები ამის ყველაზე კარგი მაგალითია, სადაც უხეშად, თავად რომ უყვართ ხოლმე თქმა, რუსული მეთოდებიო, ზუსტად ასეთი მეთოდებით ჩაერივნენ საქართველოს არჩევნებში. მას შემდეგ ვხედავთ არა მხოლოდ კანდიდატი, არამედ წევრი ქვეყნების არჩევნებში ჩარევას და არჩევნების შედეგების გაუქმების იძულებას სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც ცნობილია, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ევროკავშირში გაწევრიანდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს