ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა. მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა. მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილ…

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა.

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები გააცნო.

მისი თქმით, 2026 წლის 6 თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.9% შეადგინა, ხოლო ინფლაციის დონე 5.8% იყო.

ანგარიშის თანახმად, საგარეო ვაჭრობა 5.8%-ით გაიზარდა. 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 925 მილიონ დოლარს გადააჭარბა. აქედან ექსპორტი 3 მილიარდ 876 მილიონი დოლარია, ხოლო იმპორტი - 9 მილიარდ 49 მილიონი დოლარი.

მისივე თქმით, იანვარ-ივნისში წმინდა ფულადი გზავნილები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა.

გიორგი კაკაურიძემ ტურიზმის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, 2026 წლის პირველ 6 თვეში ვიზიტორთა რაოდენობა 2.7%-ით შემცირდა. შესაბამისად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით შემცირებულია 2%-ით და 1 მილიარდ 931 მილიონ დოლარს შეადგენს.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2026 წლის იანვარ-ივნისის ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულია 15 მილიარდ 86 მილიონი ლარი, რაც 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 104.%-ია.

რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, ჯამში 12 მილიარდ 515 მილიონ ლარამდეა მობილიზებული, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 103%-ია.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლებზეც ისაუბრა.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ათვისებულია 372 მილიონ ლარზე მეტი, ჯამური ათვისების მაჩვენებელი 96.1 %-ია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა წარმოდგენილ ინფორმაციას მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს