ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 21

ნიკოლოზ სამხარაძე – მარტა კოსის განცხადება უცნაური იყო, ევროკავშირს არანაირი უფლება არ აქვს, კანდიდატ ქვეყანას უკარნახოს, რომელი ქვეყნის ხელისუფლებასთან ჰქონდეს მეგობრული კავშირები

ნიკოლოზ სამხარაძე – მარტა კოსის განცხადება უცნაური იყო, ევროკავშირს არანაირი უფლება არ აქვს, კანდიდატ ქვეყანას უკარნახოს, რომელი ქვეყნის ხელისუფლებასთან ჰქონდეს მეგობრული კავშირები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირს არანაირი უფლება არ აქვს, კანდიდატ ქვეყანას უკარნახოს, რომელი ქვეყნის ხელისუფლებასთან თუ ადმინისტრაციასთან შეიძლება, ჰქონდეს მეგობრული კავშირები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირს არანაირი უფლება არ აქვს, კანდიდატ ქვეყანას უკარნახოს, რომელი ქვეყნის ხელისუფლებასთან თუ ადმინისტრაციასთან შეიძლება, ჰქონდეს მეგობრული კავშირები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომ…

ევროკავშირს არანაირი უფლება არ აქვს, კანდიდატ ქვეყანას უკარნახოს, რომელი ქვეყნის ხელისუფლებასთან თუ ადმინისტრაციასთან შეიძლება, ჰქონდეს მეგობრული კავშირები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

სამხარაძემ კომენტარი გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებაზე, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.

„ამ შემთხვევაში, საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც ევროკავშირის მთავარი პარტნიორია და ევროპაში უსაფრთხოების მთავარი გარანტორია. აქედან გამომდინარე, მარტა კოსის განცხადება უცნაური იყო. მარტა კოსს ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე არ უსაუბრია, რომელსაც შეიძლება, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა ჰქონდეს. აქაც დაყოფას ვხედავთ, პირველი და მეორე კლასის ქვეყნებად. ვინც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, თურმე მისთვის ამერიკასთან ურთიერთობა დაშვებულია, ვინც კანდიდატია – მათთთვის დაუშვებელია, რომ ამერიკის ხელისუფლებასთან იმეგობროს. ეს ევროკავშირისთვის ცუდია, რადგან კანდიდატ ქვეყნებში გაბრაზებას და აღშფოთებას იწვევს. კიდევ უფრო მეტად, ევროკავშირის იმიჯს ლახავს და ადამიანებში განცდას აჩენს, რომ ევროკავშირს შეიძლება, გაფართოება რეალურად არც უნდოდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს