ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ანა წითლიძე – გიორგი ბარამიძის სახით ამ ქვეყანას კიდევ ერთი პოლიტპატიმარი შეემატა, მის დაკავებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, აესრულებინათ რუსეთისგან მიღებული დავალება

ანა წითლიძე – გიორგი ბარამიძის სახით ამ ქვეყანას კიდევ ერთი პოლიტპატიმარი შეემატა, მის დაკავებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, აესრულებინათ რუსეთისგან მიღებული დავალება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გიორგი ბარამიძის სახით კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი შეემატა ამ ქვეყანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი ბარამიძის დაკავება არის სრული აბსურდი. „გიორგი ბარამიძი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გიორგი ბარამიძის სახით კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი შეემატა ამ ქვეყანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი ბარამიძის დაკავება არის სრული აბსურდი. „გიორგი ბარამიძი…

გიორგი ბარამიძის სახით კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი შეემატა ამ ქვეყანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ბარამიძის დაკავება არის სრული აბსურდი.

„გიორგი ბარამიძის დაკავებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი — აესრულებინათ ის დავალება, რაც მათ მიიღეს რუსეთისგან. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ გია ბარამიძეს რამდენიმე თვის წინ სწორედ რუსებმა შეუფარდეს მრავალწლიანი პატიმრობა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. სხვა მხრივ, გიორგი ბარამიძის დაკავება არის სრული აბსურდი. ვინმე თუ ისჯებოდეს სამშობლოს ღალატისთვის, უნდა ისჯებოდეს „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას და რომელიც ყოველდღე შეურაცხყოფს 2008 წლის გმირებს“, – განაცხადა წითლიძემ.

საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2003-2004 წწ) გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. აღნიშნული ბრალდების საქმეზე ბარამიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდება 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“ – ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს