ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

გიგა ფარულავა – „ოცნების“ პირობებში არავის აქვს გარანტია, რომ თანამდებობას გარკვეული ვადით შეინარჩუნებს, გეკა გელაძის თანამდებობიდან წასვლა მდინარაძის სახლში გაშვების გაგრძელებაა

გიგა ფარულავა – „ოცნების“ პირობებში არავის აქვს გარანტია, რომ თანამდებობას გარკვეული ვადით შეინარჩუნებს, გეკა გელაძის თანამდებობიდან წასვლა მდინარაძის სახლში გაშვების გაგრძელებაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გეკა გელაძის თანამდებობიდან წასვლა მდინარაძის სახლში გაშვების გაგრძელებაა, რომელსაც შეიძლება, სხვადასხვა თანამდებობის პირები მიჰყვნენ. დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გეკა გელაძის თანამდებობიდან წასვლა მდინარაძის სახლში გაშვების გაგრძელებაა, რომელსაც შეიძლება, სხვადასხვა თანამდებობის პირები მიჰყვნენ. დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმ…

გეკა გელაძის თანამდებობიდან წასვლა მდინარაძის სახლში გაშვების გაგრძელებაა, რომელსაც შეიძლება, სხვადასხვა თანამდებობის პირები მიჰყვნენ. დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ინტერესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე ნეგატიურად მოქმედებს, როდესაც ყოველ 6-7 თვეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იცვლება.

„„ოცნების“ პირობებში არავის აქვს გარანტია, რომ კონკრეტულ თანამდებობას გარკვეული ვადით შეინარჩუნებს. დღეს იქნება თუ ხვალ დილით, ამ ადამიანებს, შეიძლება, თანამდებობის დატოვება მოუწიოთ – არა საკუთარი გადაწყვეტილებით, არამედ სხვების გადაწყვეტილებით. გეკა გელაძის თანამდებობიდან წასვლა მდინარაძის სახლში გაშვების გაგრძელებაა, რომელსაც შეიძლება, სხვადასხვა თანამდებობის პირები მიჰყვნენ. დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი.

ქვეყნის ინტერესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე ნეგატიურად მოქმედებს, როდესაც ხელისუფლებას ერთიანი ხედვა, ერთიანი სტრატეგია არ აქვს და ყოველ 6-7 თვეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იცვლება. რა თქმა უნდა, ეს საზიანოა, როგორც უშუალოდ ამ კონკრეტული ინსტიტუტისთვის, ისე სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისთვის“, – განაცხადა ფარულავამ.

გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. როგორც გელაძე აღნიშნავს, პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს