ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

დავით მათიკაშვილი – დემოკრატიის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება არა პიროვნებებზე, არამედ აწყობილ, გამართულ სისტემაზეა დამოკიდებული

დავით მათიკაშვილი – დემოკრატიის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება არა პიროვნებებზე, არამედ აწყობილ, გამართულ სისტემაზეა დამოკიდებული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დემოკრატიის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება არა პიროვნებებზე, არამედ აწყობილ, გამართულ სისტემაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დემოკრატიის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება არა პიროვნებებზე, არამედ აწყობილ, გამართულ სისტემაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკა…

დემოკრატიის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება არა პიროვნებებზე, არამედ აწყობილ, გამართულ სისტემაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა გეკა გელაძის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სისტემა გამართულად მუშაობს და დამოკიდებული არ არის პიროვნებებზე.

„იმას თუ ვაფასებთ, კადრების ცვლილება რამდენად მოქმედებს სახელმწიფო უწყებებზე, იმ შედეგებიდან უნდა ამოვიდეთ, უწყება როგორ მუშაობს. როდესაც ვხედავთ, რომ უწყება გამართულად მუშაობს ნებისმიერი იმ პირის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც ამ უწყებას ხელმძღვანელობდა, ე.ი. სისტემა გამართულად მუშაობს და სისტემა დამოკიდებული არ არის პიროვნებებზე. ამიტომ, თუ კონკრეტულმა პირმა გადაწყვეტა და თანამდებობა დატოვა, ეს მისი გადაწყვეტილებაა.

უწყების საქმიანობის ხარისხიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ თუ ვნახავთ, რომ კადრების ცვლილება ნეგატიურად მოქმედებს და უწყება თავის საქმეს ვეღარ ასრულებს, შეიძლება, რელევანტური იყოს ამ კითხვის დასმა, მაგრამ უწყება გამართულია, სისტემა მუშაობს, სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობენ. ეს დემოკრატიის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება არა პიროვნებებზე, არამედ აწყობილ გამართულ სისტემაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს