ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მერაბ გამყრელიძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი, მერაბ გამყრელიძე, სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს წარუდგინა. ინფორმაციას ფინან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი, მერაბ გამყრელიძე, სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს წარუდგინა. ინფორმაციას ფინან…

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი, მერაბ გამყრელიძე, სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს წარუდგინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილმა მერაბ გამყრელიძეს საგამოძიებო სამსახურის უფროსად დანიშვნა მიულოცა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მერაბ გამყრელიძეს საგამოძიებო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა დროს უწყებაში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა და კარგად იცნობს როგორც სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას, ისე მის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო სამსახურმა ახალი ხელმძღვანელის პირობებში აქტიურად გააგრძელოს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და ეფექტიანი გამოძიება.

„დარწმუნებული ვარ, მერაბ გამყრელიძის პროფესიული გამოცდილება და მის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგამოძიებო სამსახურის ეფექტიან საქმიანობას და მის წინაშე დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებას“, -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მერაბ გამყრელიძემ ფინანსთა მინისტრს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უწყება კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსად დანიშვნამდე მერაბ გამყრელიძეს სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლევან ხარაბაძეს, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს