ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინეს

პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლ…

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს მოუსმინეს.

შეხვედრაზე, რომელიც დახურულ ფორმატში ჩატარდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებების პროგრამების შესრულების მიმდინარეობაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც ამ თემებს უკავშირდება.

ერთობლივ სხდომაზე განხილული საკითხები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შეაფასა.

„საგანგებოდ მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან. შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორ მუშაობენ ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დევნილებს და ყველა იმ ეთნიკური ჯგუფის ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოდიან. ძალიან პოზიტიური ტენდენციები გამოვლინდა. საკმაოდ კონსტრუქციული იყო ამ განხილვისას ოპოზიციის ჩართულობაც. ჩვენ აქცენტები ჰუმანიტარულ ასპექტზე გადავიტანეთ - მთლიანად სახელმწიფოსა და კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დიდ ძალისხმევაზე ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმოშობისა და იმ უმძიმესი პოლიტიკური ვითარებისა, რაც რეგიონში და მსოფლიოში არსებობს.

ის რეკომენდაციები, რომლებსაც უახლოეს პერიოდში მივიღებთ, საშუალებას მოგვცემს, უწყებებს შორის კოორდინაცია გაიზარდოს და ის შეფერხება, რაც ამ კუთხით არსებობს, დაიძლიოს. ეს შეხვედრა ძალიან ბევრი საკითხის პოზიტიური გადაწყვეტის წინაპირობა გახდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს