ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

პარლამენტში ინიციირებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები, საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს

პარლამენტში ინიციირებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები, საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელების - ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამის შესახებ საქართველოს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელების - ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამის შესახებ საქართველოს…

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელების - ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაკეტი, რომელიც ოთხი კანონპროექტისგან შედგება, 5 ძირითად საკითხს მოიცავს.

„5 ძირითადი პუნქტიდან პირველი, მთავარი პუნქტი გადაუხდელი ჯარიმების ამნისტიას ეხება. ეს ცვლილება დაახლოებით 13 500 დამსაქმებელს შეეხება და ჯამში 43 000 000 მილიონი ლარის ჩამოწერა მოხდება. ჯარიმის ჩამოწერა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებლები საპენსიო დავალიანებას და საურავებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარავენ. მცირდება ჯარიმების ოდენობაც. პირველ და განმეორებით შემთხვევაში, აქამდე გათვალისწინებული 500 და 1000 ლარის ნაცვლად, ორივე შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარი იქნება. გარდა ამისა, საპენსიო ფონდში დავების განხილვის სამსახური შეიქმნება, რაც საკითხის სასამართლომდე განხილვას უზრუნველყოფს. მეოთხე საკითხი ეხება შესაძლებლობას, რომ მოხდეს საპენსიო შენატანების ეტაპობრივი გადახდა 18 თვემდე ვადით. მეხუთე საკითხი შეეხება ჯარიმის ჩაბარებისა და გასაჩივრების წესს. კერძოდ, შენატანის 10 დღეში დაფარვის შემთხვევაში, ჯარიმა გაუქმდება, ხოლო გასაჩივრებისას აღსრულება შეჩერდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამნისტიის პროექტზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ცვლილებების ერთ-ერთი მიზანია დამსაქმებლებმა საკუთარი დასაქმებულები არ დააზიანონ.

„ჩვენი მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში არის, რომ კანონმდებლობით უზრუნველვყოთ, რომ დამსაქმებლებმა არ დააზიანონ საკუთარი დასაქმებულები და დროულად და სრულად შეიტანონ საპენსიო დანაზოგის თანხა, რომელშიც თავისი წილით სახელმწიფოც მონაწილეობს. იმ შემთხვევაში, თუ დაიფარება ძირი თანხა - საპენსიო შენატანი და საურავები, ჯარიმის ნაწილი მოიხსნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტი, ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტს, 15-18 სექტემბრის პლენარულ

სხდომებზე დაჩქარებული წესით განიხილვს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს