ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

გია ვოლსკი – „ნაცმოძრაობის“ მიზანი არ შეცვლილა, მათი ამოცანა ქვეყნის დაზიანებაა

გია ვოლსკი – „ნაცმოძრაობის“ მიზანი არ შეცვლილა, მათი ამოცანა ქვეყნის დაზიანებაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რადიკალური ოპოზიციის ინსტრუქტორები დაბნეულები არიან, რადგან ვერც რევოლუციური გეგმები განხორციელდა და ვერც ოპოზიცია რეიტინგი მატულობს, ეს მათ რიგებში შიდა დაძაბულობას განაპირობებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რადიკალური ოპოზიციის ინსტრუქტორები დაბნეულები არიან, რადგან ვერც რევოლუციური გეგმები განხორციელდა და ვერც ოპოზიცია რეიტინგი მატულობს, ეს მათ რიგებში შიდა დაძაბულობას განაპირობებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე…

რადიკალური ოპოზიციის ინსტრუქტორები დაბნეულები არიან, რადგან ვერც რევოლუციური გეგმები განხორციელდა და ვერც ოპოზიცია რეიტინგი მატულობს, ეს მათ რიგებში შიდა დაძაბულობას განაპირობებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გარედან ქარტია შესთავაზეს და ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ბინძური სიტყვებით აგინებდნენ, ერთი დოკუმენტის გარშემო გაერთიანდნენ.

„მათ წინსვლა არ ჰქონდათ. რასაკვირველია, თუ ახალი ინსტრუქცია იქნება, ყველა გადაეწყობა, მაგრამ ახლა ერთმანეთს გესლავენ. ეს ის ტრენდია, რომელიც ვითარდება. ოპოზიციის დაპირისპირებული ორივე მხარე ქვეყნის წინააღმდეგ აშავებს. „ნაცმოძრაობის“ მიზანი არ შეცვლილა – მათი ამოცანა ქვეყნის დაზიანებაა. ნიკა გვარამიას თავად თუ დაავიწყდა, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ სააკაშვილის ანასხლეტია. ის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა იმ დანაშაულების, რომელსაც სააკაშვილი სჩადიოდა. ვერ ვიტყვი, რომ მას ნაკლები რეიტინგი აქვს, ვიდრე სააკაშვილს. სააკაშვილის ძველი დიდება ნიკა გვარამიას აჩრდილად დაჰყვება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს