ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 15

პარლამენტი მიმდინარე კვირაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას უყრის კენჭს

პარლამენტი მიმდინარე კვირაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას უყრის კენჭს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას, მიმდინარე პლენარული სხდომების კვირაში უყრის კენჭს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას, მიმდინარე პლენარული სხდომების კვირაში უყრის კენჭს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაც…

საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას, მიმდინარე პლენარული სხდომების კვირაში უყრის კენჭს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„დღეს გავრცელდა განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გეკა გელაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. მსურს, მადლობა გადავუხადო მას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში საქმიანობისთვის. გეკა გელაძეს წარმატებას ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში. პარლამენტში უკვე შემოსულია პრემიერ-მინისტრის წარდგინება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურის თაობაზე, რომელსაც დღეს გადავცემ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს. ოთხშაბათს პარლამენტში მის კანდიდატურაზე კენჭისყრა ჩატარდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს 15-18 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც გააცნო.

პარლამენტის ბიუროს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს