ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 3

ჩერგოლეიშვილი: ცილისწამებაა, რომ „ფორმულას” „შავი ფულის აღებას” ვაბრალებ - დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ, რომ 540 000 ლარი აიღეს და ეს ვერ იქნება საარჩევნო წლის სარეკლამო დავალიანება, იმიტომ რომ პოლიტიკურ რეკლამას წინასწარ იხდი და იმდენს თხრიან, ბოლოს კატას გამოთხრიან

ჩერგოლეიშვილი: ცილისწამებაა, რომ „ფორმულას” „შავი ფულის აღებას” ვაბრალებ - დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ, რომ 540 000 ლარი აიღეს და ეს ვერ იქნება საარჩევნო წლის სარეკლამო დავალიანება, იმიტომ რომ პოლიტიკურ რეკლამას წინასწარ იხდი და იმდენს თხრიან, ბოლოს კატას გამოთხრიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ცილისწამებაა, რომ ფორმულას შავი ფულის აღებას” ვაბრალებ - მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების კონსტატაციას ვახდენ და დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ, - წერს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ცილისწამებაა, რომ ფორმულას შავი ფულის აღებას” ვაბრალებ - მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების კონსტატაციას ვახდენ და დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ, - წერს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელშ…

ცილისწამებაა, რომ ფორმულას შავი ფულის აღებას” ვაბრალებ - მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების კონსტატაციას ვახდენ და დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ, - წერს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ჩერგოლეიშვილის განცხადებით, დადასტურებული ინფორმაციაა, რომ ტელეკომპანიამ 540 000 ლარი აიღო და „ეს ვერ იქნება საარჩევნო წლის სარეკლამო დავალიანება“.

„აი ასე ვულგარულად, დაისვამს ფორმულას 4 კორუმპირებული წამყვანი სააკაშვილის რომელიმე კეკელას - მოაწყობინებს ცილისმწამებლურ დიარეას ცალ კარში ისე, რომ ვისზეც ცილისწამებას ავრცელებს ის პოლიტიკური მოთამაშე დაბლოკილი ჰყავთ, და ჩემგან ითხოვენ რომ მათ ჩეჩმას ოპოზიციური ტელემედია ვუწოდო. ოღონდ ღადაობა ისაა, რომ ეს 10 წელია გრძელდება ამ პოსტ საბჭოთა ტელეკლოაკებში - შედეგად, ამ სამარცხვინო პრაქტიკის დამკვეთი ნადგურდება, მე - ვიზრდები.

პრობლემა ისაა, რომ დრო იკარგება ამ მყრალი წესრიგის ნგრევაში - ელენე, მზია და სხვები ციხეში არიან და ჯანმრთელობა უნადგურდებათ მხოლოდ იმიტომ რომ ვინმე მიშამ, ვინმე თაკომ, ან ვინმე ნანულამ თავიანთი დელუზიური ამბიციები იფხანონ.

1. ცილისწამებაა რომ ახალაიას საქმეზე მოწმე ვარ! ერთადერთი, რაც საქმეში შეიძლება იდოს არის ჩემი ჩვენება, რომ მოწმედ არ გამოვდგები.

არ გამოვუძახივარ სასამართლოს - არც ბრალდებას, არც დაცვას. (ახალაიას ცოლს თავისი ქმარი რომ უფრო უყვარდეს, ვიდრე მე ვეზიზღები, შეიძლება უკეთესად ყოფილიყო მისი ქმარიც და თავადაც მაგრამ ეგ ჩემი სადარდებელი ვერ იქნება - დელუზიურია ყველა, ვინც ფიქრობს რომ ჩემთვის რამენაირი კომპრომატია ახალაიასთან დაპირისპირება, პირიქით ბრიყვებო).

2. ცილისწამებაა, რომ ფორმულას “შავი ფულის აღებას” ვაბრალებ - მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების კონსტატაციას ვახდენ და დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ, დადასტურებული ინფორმაციაა რომ 540 ათასი ლარი აიღეს და ეს ვერანაირად ვერ იქნება საარჩევნო წლის სარეკლამო დავალიანება, იმიტომ რომ პოლიტიკურ რეკლამას წინასწარ იხდი და იმდენს თხრიან, ბოლოს კატას გამოთხრიან“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს