ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

შალვა კერესელიძე – სამინისტროები ჯერ გაყვეს, ახლა აერთიანებენ, ცალსახად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს თანამდებობის პირებს არგებენ

შალვა კერესელიძე – სამინისტროები ჯერ გაყვეს, ახლა აერთიანებენ, ცალსახად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს თანამდებობის პირებს არგებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ცალსახად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს თანამდებობის პირებს არგებენ, მათ კომფორტს და პირად ამბიციებს, – ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძე საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ცალსახად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს თანამდებობის პირებს არგებენ, მათ კომფორტს და პირად ამბიციებს, – ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძე საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმ…

ცალსახად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს თანამდებობის პირებს არგებენ, მათ კომფორტს და პირად ამბიციებს, – ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძე საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ისეთი რეგიონული პოლიტიკა უნდა გატარდეს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების რეალურ განვითარებას და პრობლემების მოგვარებას

„სამინისტროები ჯერ გაყვეს, ახლა ისევ აერთიანებენ. ხელისუფლების გზავნილი, თითქოს რეგიონები მათთვის გამოწვევა და პრიორიტეტულია, ცალსახად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს თანამდებობის პირებს არგებენ, მათ კომფორტს და პირად ამბიციებს. ისეთი რეგიონული პოლიტიკა უნდა გატარდეს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების რეალურ განვითარებას და პრობლემების მოგვარებას. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამისი ნება და სურვილი არ აქვს. ეს ყველაფერი კეთდებოდა, რათა პერსონებზე მოერგოთ. რეგიონული სამინისტრო ჯერ გრიგოლ ლილოაშვილს შეუქმნეს და შემდეგ დაიჭირეს. სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღებას მამუკა მდინარაძისთვის აპირებდნენ და ის პოლიტიკიდან წავიდა. ახლა რეგიონულ სამინისტროს საერთოდ აუქმებენ, თავისი ინფრასტრუქტურით“, – აღნიშნა კერესელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთიან სამინისტროდ გაერთიანდება. ასევე აღარ იქნება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს