ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 16

თენგიზ შარმანაშვილი – საკონსტიტუციო სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, ვადა იანვრისთვის გადის და სასამართლოს მიმართ გვექნება თხოვნა, სარჩელის განხილვა ამავე ვადებში მოხდეს

თენგიზ შარმანაშვილი – საკონსტიტუციო სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, ვადა იანვრისთვის გადის და სასამართლოს მიმართ გვექნება თხოვნა, სარჩელის განხილვა ამავე ვადებში მოხდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საკონსტიტუციო სარჩელის ვადა იანვრისთვის გადიოდა და სასამართლოს მიმართ თხოვნა გვექნება, იქნებ, სარჩელის განხილვა ამავე ვადებში მოხდეს, სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საკონსტიტუციო სარჩელის ვადა იანვრისთვის გადიოდა და სასამართლოს მიმართ თხოვნა გვექნება, იქნებ, სარჩელის განხილვა ამავე ვადებში მოხდეს, სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წე…

საკონსტიტუციო სარჩელის ვადა იანვრისთვის გადიოდა და სასამართლოს მიმართ თხოვნა გვექნება, იქნებ, სარჩელის განხილვა ამავე ვადებში მოხდეს, სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო წელი არ არის და სამ თვეს მნიშვნელობა არ აქვს.

„ჩვენი ტაქტიკა ცნობილია – პარტიები, რომლებიც არაკონსტიტუციურ ქმედებებს სჩადიოდნენ და ახლაც სჩადიან, პოლიტიკურ საქმიანობას უნდა ჩამოშორდნენ, რათა იმ პარტიებს და იმ ორგანიზაციებს გზა გაეხსნათ, რომელსაც ისინი ხელს უშლიდნენ, რომ პოლიტიკურ ველზე შესულიყვნენ. სარჩელს გამოვიტანთ, შევავსებთ და შევიტანთ, მაგრამ სასამართლოს ვთხოვთ, რომ ეს იანვარს არ გადაცდეს. ჩვენი ამოცანაა, ეს პარტიები არაკონსტიტუციურად იყოს ცნობილი. სამი თვის შემდეგ იქნება თუ ახლა, რა მნიშვნელობა აქვს? – ახლა საარჩევნო წელი არ არის, არც მომდევნო წელი. ამდენად, ამ ერთ, ორ და სამ თვეს მნიშვნელობა არ აქვს. არ გვაინტერესებს, ვინ დარჩება და ვინ – არა. პოლიტიკირ ველზე არცერთი არაკონსტიტუციური პარტია არ უნდა დარჩეს. შევეცდებით, დავამტკიცოთ, რომ ეს პარტიები არაკონსტიტუციურია. ჩვენ ჩვენსას შევეცდებით, მათ თავისი დაიცვან.

სარჩელი როდესაც ყალიბდება ან პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილებას იღებს, სხვადასხვა მოსაზრება ყველას შეიძლება, ჰქონდეს. იმ ეტაპზე ჩაითვალა, იქნებ, არ ღირდა და კონცენტრირება უნდა მოგვეხდინა, ვთქვათ, იმ პარტიებზე, რომლებზეც უკვე შეტანილი გვქონდა. ახლა ჩაითვალა, საქმეს თუ ვაკეთებთ, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისგან გაიწმინდოს პოლიტიკური ველი, მაშინ არაკონსტიტუციურ პარტიად ვისაც ვთვლით, მოდი, გრადაციას ნუღარ მოვახდენთ და ყველა ეს საკითხი განხილულ იქნას სასამართლოში. დანარჩენი სასამართლოზეა დამოკიდებული, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს გაიზიარებენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელი უკვე წარდგენილი აქვს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს