ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

მამუკა ბარათაშვილი ქონების გადასახადზე: 81 000 გადამხდელს შეეხება ეს შეღავათი - მათ მიერ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, დაახლოებით, 22 მილიონ ლარს შეადგენდა

მამუკა ბარათაშვილი ქონების გადასახადზე: 81 000 გადამხდელს შეეხება ეს შეღავათი - მათ მიერ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, დაახლოებით, 22 მილიონ ლარს შეადგენდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება, 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება, 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მ…

81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება, 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, ფიზიკური პირები აღნიშნული შეღავათით სარგებლობას წლევანდელი წლიდან მოახერხებენ.

"40 000-დან 100 000-მდე შემოსვლის მქონე ოჯახები სრულად გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისაგან. დღეის მდგომარეობით, 81 000 გადამხდელს შეეხება ეს შეღავათი, რომელთა ბიუჯეტში გადასახდელი თანხა შეადგენდა, დაახლოებით, 22 მილიონ ლარს. ამ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მათ ამ თანხის გადახდა აღარ მოუწევთ.

მნიშვნელოვანი ცვლილებები დაჩქარებული წესით არის ინიცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე წელს მოახერხებენ ფიზიკური პირები ამ შეღავათით სარგებლობას", - განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს