ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ლევან აბაშიძემ და მარიამ გრიგოლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

ლევან აბაშიძემ და მარიამ გრიგოლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეაში (CORLEAP) ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ლევან აბაშიძემ საკრებულოს წევრ მა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეაში (CORLEAP) ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ლევან აბაშიძემ საკრებულოს წევრ მა…

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეაში (CORLEAP) ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ლევან აბაშიძემ საკრებულოს წევრ მარიამ გრიგოლიშვილთან ერთად მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინიოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის (CORLEAP) მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი.

ფორუმის ერთ-ერთი მთავარი სესია ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე საჯარო ადმინისტრირების აღმოსავლეთ პარტნიორობის აკადემიის (EPAPA) საპილოტე პროექტის გაცნობას დაეთმო, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება. აღნიშნულ საკითხზე დებატებისას სიტყვით გამოვიდა მარიამ გრიგოლიშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა EPAPA-ს ინიციატივის მნიშვნელობას და საქართველოს მხრიდან პროექტის განხორციელების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატა.

ქართველი დელეგატის განცხადებით, ადგილობრივი და რეგიონული ადმინისტრაციების ცოდნისა და შესაძლებლობების გაძლიერება არსებითია საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარებისათვის. მარიამ გრიგოლიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ინსტიტუტების, ექსპერტებისა და ევროპული ქალაქებისა და რეგიონების გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ აკადემიის პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალდონიანი მმართველობის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე წვდომის, გამჭვირვალობის, საჯარო შესყიდვებისა და ციფრული განვითარების მიმართულებებში.

ქართულმა მხარემ აგრეთვე გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ჩართულობით ხელი შეუწყოს EPAPA-ს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის, აგრეთვე უზრუნველყოს აკადემიის ონლაინ სესიების ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს