ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

თორნიკე ფაღავა: ქართული საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსა და დემოკრატიისათვის ძალიან სასარგებლო თვითმხილების პროცესი მიმდინარეობს რადიკალური ოპოზიციის რიგებში

თორნიკე ფაღავა: ქართული საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსა და დემოკრატიისათვის ძალიან სასარგებლო თვითმხილების პროცესი მიმდინარეობს რადიკალური ოპოზიციის რიგებში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქართული საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსა და დემოკრატიისათვის ძალიან სასარგებლო თვითმხილების პროცესი მიმდინარეობს რადიკალური ოპოზიციის რიგებში, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქართული საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსა და დემოკრატიისათვის ძალიან სასარგებლო თვითმხილების პროცესი მიმდინარეობს რადიკალური ოპოზიციის რიგებში, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორ…

ქართული საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსა და დემოკრატიისათვის ძალიან სასარგებლო თვითმხილების პროცესი მიმდინარეობს რადიკალური ოპოზიციის რიგებში, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.

„სულ ახლახან, ნიკა გვარამიასგან დადასტურებულად გავიგეთ, რომ წინასაარჩევნოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებს ყიდის და პარტიის ოფისში პოლიტიკური დახლი აქვს მოწყობილი. ეს ნამდვილად არის ქართული საზოგადოებისა და პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ მცირე, მაგრამ მაინც მხარდამჭერების შეურაცხყოფა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ამომრჩევლის ნებით ვაჭრობს და მათთვის ცნება - „საკუთარი ამომრჩეველი და ქართული საზოგადოების ინტერესი“ არ არსებობს, რაც დამამცირებელია უპირველესად მათი მხარდამჭერებისათვის და მკაფიოდ წარმოაჩენს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მორალურ სახეს“, - აღნიშნა ფაღავამ.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა ნინო წილოსანთან დაკავშირებით, სადაც ის საქართველოს პარლამენტის წევრს პირდაპირ ეთერში დაემუქრა.

„სწორედ ამათზეა ნათქვამი - ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ახალი ვერ ისწავლეს. ეს ხალხი ძალადობდა მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ეს ხალხი ძალადობს ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში. ეს ხალხი ქართულ საზოგადოებას ჰპირდება ძალადობას იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ ხელისუფლებაში მოვლენ.

სწორედ ამიტომ, ისინი ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ, ისინი ვერასოდეს აიღებენ ძალაუფლებას ხელში და სწორედ ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ ისინი გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში.

საბოლოო ჯამში, ქართული საზოგადოებისათვის, ქართული სახელმწიფოსა და ქართული დემოკრატიისათვის ძალიან სასარგებლო თვითმხილების პროცესი მიმდინარეობს რადიკალური ოპოზიციის რიგებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თვითმხილების პროცესი მიგვიყვანს რადიკალური ოპოზიციის თვითგანადგურებამდე“, - აღნიშნა თორნიკე ფაღავამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს