ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

დავით მათიკაშვილი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე, აიკრძალოს „გახარია - საქართველოსთვის“: მას მერე, რაც პოლიტიკური შატალო შეწყვიტეს და შემობრძანდნენ პარლამენტში, იმედი გვქონდა, რომ ეს პარტიული ნაწილი იქნებოდა ადეკვატური კონსტიტუციასთან და ქართულ რეალობასთან, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის

დავით მათიკაშვილი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე, აიკრძალოს „გახარია - საქართველოსთვის“: მას მერე, რაც პოლიტიკური შატალო შეწყვიტეს და შემობრძანდნენ პარლამენტში, იმედი გვქონდა, რომ ეს პარტიული ნაწილი იქნებოდა ადეკვატური კონსტიტუციასთან და ქართულ რეალობასთან, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისინი არ აღიარებენ მოქმედ სამართლებრივ წესრიგს, სადაც დემოკრატიის საფუძველზე უმრავლესობამ „ქართული ოცნება“ აირჩია ქვეყნის ხელისუფლებად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისინი არ აღიარებენ მოქმედ სამართლებრივ წესრიგს, სადაც დემოკრატიის საფუძველზე უმრავლესობამ „ქართული ოცნება“ აირჩია ქვეყნის ხელისუფლებად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით…

ისინი არ აღიარებენ მოქმედ სამართლებრივ წესრიგს, სადაც დემოკრატიის საფუძველზე უმრავლესობამ „ქართული ოცნება“ აირჩია ქვეყნის ხელისუფლებად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ გახარიას პარტიის მისამართით.

მისი თქმით, პარტია არც მას შემდეგ გახდა ადეკვატური, რაც პარლამენტში შევიდა.

„ისინი არ აღიარებენ მოქმედ სამართლებრივ წესრიგს, სადაც, დემოკრატიის საფუძველზე, უმრავლესობამ „ქართული ოცნება“ აირჩია ქვეყნის ხელისუფლებად. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული იმედი გვქონდა მას მერე, რაც პოლიტიკური შატალო შეწყვიტეს და შემობრძანდნენ პარლამენტში, „გახარიების“ ეს პარტიული ნაწილი იქნებოდა ადეკვატური კონსტიტუციასთან და ქართულ რეალობასთან, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ახალი საკონსტიტუციო სარჩელით „ქართული ოცნება“ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს. მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებულ სარჩელში უკვე მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და „ფედერალისტების“ აკრძალვა და მათი საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს