ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 13

ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველო-იაპონიას შორის არსებული ურთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველო-იაპონიას შორის არსებული ურთ…

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველო-იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს.

ირაკლი მეზურნიშვილმა იაპონელ დიპლომატს წინა კვირას ტოკიოში თავისი სამუშაო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ იჩირო აისავასთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ის აქტუალური საკითხები განიხილეს, რომლებიც ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას უკავშირდება.

მისი განცხადებით, იაპონელ ბიზნესმენებთან შეხვედრისას საქართველოში ინვესტიციების ჩადების მიმართ დიდი დაინტერესება გამოითქვა. საქმე ეხება ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და IT დარგებში სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

„იაპონიის ელჩთან შეხვედრაზე იაპონიის ქალაქ ჰინოში გამართულ შეხვედრებზე ვისაუბრეთ, სადაც კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან ერთად ვიმყოფებოდი. შეხვედრებზე ორ ქალაქს შორის - კასპსა და ჰინოს დაძმობილების თემაზე ვისაუბრეთ. ოქტომბრის დასაწყისში კი კასპის მუნიციპალიტეტში ქართულ-იაპონური მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვა იგეგმება. იაპონელ დიპლომატთან აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო საკითხები განვიხილე და მისი მხრიდან მხარდაჭერის გზავნილები მოვისმინე. უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიის და საქართველოს ქალაქებს შორის დაძმობილება ორი ქვეყნის ურთიერთობებს კიდევ უფრო დააახლოებს. იაპონია არის ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის სუვერენიტეტს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე აქტიურად უჭერს მხარს“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს