ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ირაკლი კირცხალია: გუშინ განცხადება გავაკეთე, რომ გახარიას ე.წ. პარტია საკონსტიტუციო სარჩელს დაემატება და ამის შემდეგ, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს, რომ უმრავლესობის რომელიმე დეპუტატი მათ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

ირაკლი კირცხალია: გუშინ განცხადება გავაკეთე, რომ გახარიას ე.წ. პარტია საკონსტიტუციო სარჩელს დაემატება და ამის შემდეგ, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს, რომ უმრავლესობის რომელიმე დეპუტატი მათ კანონპროექტს მხარს დაუჭერს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ცვლილებებისთვის ხმა არ მიუცია. როგორც ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველ არხს განუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ცვლილებებისთვის ხმა არ მიუცია. როგორც ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველ არხს განუ…

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ცვლილებებისთვის ხმა არ მიუცია.

როგორც ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა, როდესაც დეპუტატებმა კენჭი შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით კანონპროექტს უყარეს.

ირაკლი კირცხალია ფიქრობს, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რაც მისი თქმით, საპარლამენტო ცხოვრებაში ხშირად ხდება.

„ეს ყველაფერი სასაცილოა და ამ თემაზე კომენტარის გაკეთება სასაცილო მგონია. გახარიას პარტიას ჭიქაში ქარიშხლის მოწყობა უნდა და თან რა თემაზე? – გუშინ, ბრიფინგზე განცხადება გავაკეთე, რომ მათი ე.წ. პარტია საკონსტიტუციო სარჩელს დაემატება. ამის შემდეგ, ჭკუათმყოფელი, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს, რომ უმრავლესობის რომელიმე დეპუტატი გახარიების კანონპროექტს მხარს დაუჭერს და მის მიერვე მიღებული კანონის წინააღმდეგ ხმას მისცემს. ეს ყველაფერი სასაცილოა. გახარიას პარტიის წევრებმა საპარლამენტო ცხოვრება არ იციან და ეს ბევრ რამეში გამოჩნდა. საპარლამენტო ცხოვრებაში ასეთი რაღაცები ხდება. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, დარბაზშიც არ იყავით დღესო. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ შეიძლება, ტექნიკური ხარვეზი იყო. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო ან რაღაც გაჭედილი იყო. სასაცილოები არიან, რომ ამ თემის „აწევა“ უნდათ. ეს ყველაფერი ღიმილისმომგვრელია და ალბათ, თავადაც ეღიმებათ. ასეთი რაღაც საპარლამენტო ცხოვრებაში ხდება და ამაზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია“, – განაცხადა კირცხალიამ.

პარლამენტში ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ცვლილებები კენჭისყრაზე ჩავარდა, რომელიც 2024 წლამდე მოქმედი საკანონმდებლო ნორმების აღდგენას გულისხმობდა.

ფრაქციის ინფორმაციით, მათ კანონპროექტს მხარი უმრავლესობის რამდენიმე წევრმა დაუჭირა, მათ შორის ირაკლი კირცხალიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს