ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 15

თამარ ჩერგოლეიშვილი მიშა მშვილდაძეზე: სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია

თამარ ჩერგოლეიშვილი მიშა მშვილდაძეზე: სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ, ტელევიზია იმიტომ დავხურე და წავედი online, რომ ფეხი არ მწვდებოდა იქამდე, რომ სამაუწყებლო ხარჯებიც დამეფარა და ხელფასებიც. მაშინ ტაბულას გადასარჩენი რესურსი არ ჭირდა, უბრალოდ პირობას მიყენ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ, ტელევიზია იმიტომ დავხურე და წავედი online, რომ ფეხი არ მწვდებოდა იქამდე, რომ სამაუწყებლო ხარჯებიც დამეფარა და ხელფასებიც. მაშინ ტაბულას გადასარჩენი რესურსი არ ჭირდა, უბრალოდ პირობას მიყენ…

ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ, ტელევიზია იმიტომ დავხურე და წავედი online, რომ ფეხი არ მწვდებოდა იქამდე, რომ სამაუწყებლო ხარჯებიც დამეფარა და ხელფასებიც. მაშინ ტაბულას გადასარჩენი რესურსი არ ჭირდა, უბრალოდ პირობას მიყენებდნენ - იმისთვის, რომ ოპოზიციურ სარეკლამო sales house-ს ტაბულას რეკლამა გაეყიდა, სააკაშვილი არ უნდა გამეკრიტიკებინა, არ უნდა გვესაუბრა რეალურად, უნდა გვეღალატა პროფესიისთვის და ისე უნდა დამეჩლუნგებინა თავი, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, როგორი ჩლუნგიც ოპოტელემედია და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილია, - წერს პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

„(ცხადია, დემონური ხარხარი მიტყდებოდა ამ სამარცხვინო შანტაჟზე).

თავიდან, ვცადე მაშინაც გადარჩენა - ვიფიქრე, რომ ტელემედია სივრცეში არსებობს ხალხი, რომელსაც აქვს წონა, რომელსაც ეს მდაბიო შანტაჟი აღაშფოთებს და არ შეეგუება. ჩემი საზომით ვზომავდი.

მალევე მივხვდი, რომ ჩემი საზომი მაგათ არ ერგებათ ისეთი ბოგანოები არიან და უბრალოდ უნდა განადგურდეს ეგ კორუმპირებული, უწესობასთან შემგუებელი და თავადაც უწესო კასტა.

ხოდა, ახლა მიშა მშვილდაძეს ვაკვირდები, რომელმაც თავი ისეთ დღეში ჩაიგდო, თანამშრომელს სინავს და პასუხს ვერ სცემს.

სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია.

P.S. დაპირებული ვარ მას, რომ ზუსტად ასე მოხდებოდა, უბრალოდ მაშინ ისე “ჟირნად” იყო - გიჟად ჩამთვალა, ყველას იგივე მოგივათ, რასაც დაგპირდით, იმიტომ კი არა, რომ

მე შეგისრულებთ, არა - სისტემური კანონზომიერება შეგისრულებთ, ანუ ის, რაც თქვენ არასოდეს გისწავლიათ და არც ის დაგიმახსოვრებიათ, რომ “ქაღალდის გარდა, ამ ქვეყანაზე არის კიდევ სინდისი”.

პატივისცემით (რა სისულელეა, ზრდილობისთვის ვამბობ), ვირუსი" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".

„ფორმულას“ ჟურნალისტმა ელენე ბენიძემ სოციალურ ქსელ დაწერა: ამ კომპანიაში თანამშრომელი და მისი საჭიროებები არასდროს არის პრიორიტეტი. თანამშრომელს ვალდებულად თვლიან, ემსახუროს კომპანიას მაშინაც კი, როცა ამისთვის ანაზღაურებას არ იღებს. ბევრი თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, პასუხიც კი არ მიმიღია კითხვაზე როდის და რა გზით მივიღებ ჩემს კუთვნილ თანხას- აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს