ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

მერაბ გამყრელიძე რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდა

მერაბ გამყრელიძე რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონული სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონული სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურ…

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონული სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის უფროსმა რეგიონებში არსებული ვითარების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების, სტატისტიკური მონაცემებისა და დანაშაულის გახსნის მაჩვენებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

მერაბ გამყრელიძემ რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა დანაშაულის გამოვლენისა და ეფექტიანი გამოძიების, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი რეგიონებში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა, მისი დროული გამოვლენა და ხარისხიანი გამოძიებაა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სამსახურის სამომავლო პრიორიტეტები და რეგიონული დანაყოფების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებები. სამსახურის უფროსმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა და საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სამუშაო შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს