ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 14

გახარიას პარტიის წარმომადგენელმა საზოგადოებას დანაშაულის გაყალბებული სტატისტიკა წარუდგინა - როგორია შსს-ს ოფიციალური მონაცემები

გახარიას პარტიის წარმომადგენელმა საზოგადოებას დანაშაულის გაყალბებული სტატისტიკა წარუდგინა - როგორია შსს-ს ოფიციალური მონაცემები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გიორგი გახარიას პარტიის წევრი ვიკა ფილფანის მიერ გაყალბებული სტატისტიკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები. პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა საზოგადოებას დანაშაულებზე ინფორმაცია მანიპულაციური და არასამართლებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გიორგი გახარიას პარტიის წევრი ვიკა ფილფანის მიერ გაყალბებული სტატისტიკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები. პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა საზოგადოებას დანაშაულებზე ინფორმაცია მანიპულაციური და არასამართლებ…

გიორგი გახარიას პარტიის წევრი ვიკა ფილფანის მიერ გაყალბებული სტატისტიკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები. პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა საზოგადოებას დანაშაულებზე ინფორმაცია მანიპულაციური და არასამართლებრივი ფორმულირებით მიაწოდა.

„2026 წლის I კვარტალში 14,716 დანაშაული დარეგისტრირდა, რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. 532 - განზრახ მკვლელობა, 1 804- ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება. სამ მილიონიან ქვეყანაში 6 თვეში 532 მკვლელობა საგანგაშო რიცხვია“, - აღნიშნა დეპუტატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, რეალობა ასეთია: 2026 წლის პირველ კვარტალში სულ რეგისტრირებულია ჯამში განზრახ მკვლელობის 15 ფაქტი, გაუფრთხილებლობით გარდაცვალება, სუიციდი, სუიციდის მცდელობა, გარდაცვალების ფაქტები, რომელიც დამატებით გამოძიებას საჭიროებს - 532 ფაქტი, 2019 წელს იყო 732 ფაქტი.

რაც შეეხება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებს, უწყების ინფორმაციით რეალობა ასეთია: 1804 მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის დაზიანებას, მათ შორის როგორც მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქ დაზიანებებს, ასევე სხვადასხვა ტიპის ძალადობის შემთხვევებს, მათ შორის ოჯახში ძალადობებს. 2019 წელს იყო 3115 ფაქტი.

შსს-ს სტატისტიკის თანახმად, დანაშაულის საერთო რაოდენობა 2026 წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებულია 14 716 ფაქტი და გახსნის მაჩვენებელი შეადგენს 69.14%-ს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში დანაშაულის რაოდენობა შეადგენდა 17821-ს, გახსნის მაჩვენებელი კი იყო 26.36%.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს