ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

თამაზ ბორაშვილი: განვლილი წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა

თამაზ ბორაშვილი: განვლილი წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • განვლილი წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

განვლილი წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქ…

განვლილი წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა თამაზ ბორაშვილმა.

მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში მისი პროფესიული საქმიანობის მთავარი მიზანი იყო, დამეცვა საქართველოს ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოს უსაფრთხოება და ჩვენი ქვეყნის მშვიდობა.

„მოგესალმებით ბატონო კომიტეტის თავმჯდომარევ, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ქალბატონებო და ბატონებო.

პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის.

ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვიყო იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელსაც გადამწყვეტი როლი აკისრია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

როგორც მოგეხსენებათ, უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვმსახურობ და ამ წლების განმავლობაში ჩემი პროფესიული საქმიანობის მთავარი მიზანი იყო, დამეცვა საქართველოს ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოს უსაფრთხოება და ჩვენი ქვეყნის მშვიდობა.

განვლილი წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამ გამოცდილებაში ერთი რამ განსაკუთრებით ნათლად დავინახე უსაფრთხოება არ არის ერთხელ მიღწეული მოცემულობა; მას დაცვა ჭირდება, მუდმივი შრომა, სიფხიზლე, ძლიერი ინსტიტუციები და ადამიანები, რომლებიც საკუთარ მოვალეობას უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ასრულებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დამტკიცების შემთხვევაში, არ დავიშურებ ძალისხმევას, რათა გავამართლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და თითოეული თქვენგანის ნდობა და უკვე ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიციიდან, საკუთარი წვლილი შევიტანო ქვეყანაში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების საქმეში“, - აღნიშნა ბორაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს