ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

თენგიზ შარმანაშვილი - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა სასამართლოს წინაშე დადეს საპროცესო შეთანხმება და ეს მიმართულება სწორია, აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია

თენგიზ შარმანაშვილი - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა სასამართლოს წინაშე დადეს საპროცესო შეთანხმება და ეს მიმართულება სწორია, აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საპროცესო შეთანხმების გაფორმება სწორია და მართალია. ეს ადამიანები საპროცესო შეთანხმებას პარტიასთან კი არ დებენ, სახელმწიფოსთან, სასამართლოს წინაშე. აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საპროცესო შეთანხმების გაფორმება სწორია და მართალია. ეს ადამიანები საპროცესო შეთანხმებას პარტიასთან კი არ დებენ, სახელმწიფოსთან, სასამართლოს წინაშე. აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ…

საპროცესო შეთანხმების გაფორმება სწორია და მართალია. ეს ადამიანები საპროცესო შეთანხმებას პარტიასთან კი არ დებენ, სახელმწიფოსთან, სასამართლოს წინაშე. აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა ნაწილს გაუფორმდა.

„ეს ხალხი მოატყუეს იმ გაგებით, რომ თავის სახელმწიფოსთან არ ჰქონდათ საქმე. ეუბნებოდნენ, რომ საქმე გაქვს რაღაც პოლიტიკურ იდეოლოგიასთან და იმასთან უნდა იყო შეურიგებელიო, მაგრამ ეს ადამიანები თავის სახელმწიფოსთან შეურიგებლობამდე მიიყვანეს, რაც კატასტროფა იყო. საპროცესო შეთანხმების გაფორმება სწორია და მართალია. ეს ადამიანები საპროცესო შეთანხმებას პარტიასთან კი არ დებენ, არამედ სახელმწიფოსთან, სასამართლოს წინაშე. პოლიტიკა არაფერ შუაშია და ეს მიმართულება სწორია. ვინმე თუ იტყვის, ხედავთ, როგორ დათმესო, ჩემი მეგობარიც რომ იყოს, დავუპირისპირდები და ვიტყვი, რომ არასწორი დამოკიდებულებაა, დაამუნათონ, ხელი არ შეუწყონ, რომ სახელმწიფოს პატივისცემას დაუბრუნდნენ ადამიანები, რომელთაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმა უბიძგეს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს