ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ნინო წილოსანი: ნამახვან ჰესის კრიტიკული საჭიროების და მნიშვნელობის მიუხედავად, სამწუხაროდ იმ მომენტში სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ პროექტის დაცვა. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად სუსტი იყო ქართული სახელმწიფო გარე ჩარევებისგან და იმ დაფინანსებული პოლიტიკებისგან, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობდა

ნინო წილოსანი: ნამახვან ჰესის კრიტიკული საჭიროების და მნიშვნელობის მიუხედავად, სამწუხაროდ იმ მომენტში სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ პროექტის დაცვა. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად სუსტი იყო ქართული სახელმწიფო გარე ჩარევებისგან და იმ დაფინანსებული პოლიტიკებისგან, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნამახვან ჰესის კრიტიკული საჭიროების და მნიშვნელობის მიუხედავად, სამწუხაროდ იმ მომენტში სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ პროექტის დაცვა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რომელიც გამოეხმაურა ცალკეუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნამახვან ჰესის კრიტიკული საჭიროების და მნიშვნელობის მიუხედავად, სამწუხაროდ იმ მომენტში სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ პროექტის დაცვა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რომელიც გამოეხმაურა ცალკეუ…

ნამახვან ჰესის კრიტიკული საჭიროების და მნიშვნელობის მიუხედავად, სამწუხაროდ იმ მომენტში სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ პროექტის დაცვა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად სუსტი იყო ქართული სახელმწიფო გარე ჩარევებისგან და იმ დაფინანსებული პოლიტიკებისგან, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობდა.

„მას შემდეგ ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ, შევცვალეთ და გავიბრძოლეთ იმ გარედან წამოსული დაკვეთების წინააღმდეგ. ამ ქვეყნის სუვერენიტეტი არა მხოლოდ მისი პოლიტიკური დაცულობა არის, არამედ ზუსტად ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების დაცვაა, როგორიც არის თავის დროზე ნამახვან ჰესი, ხოლო ახლა „იგლ ჰილსი“, რომლის წინააღმდეგაც ზუსტად იგივე ჯგუფები ილაშქრებენ და აგორებენ ნეგატიურ კამპანიებს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განმარტა, რომ ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე და საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს