ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოში ICRC-ის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს ჯოანა ბარტონს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია საქართველოში ICRC-ის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს ჯოანა ბარტონს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელ ჯოანა ბარტონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელ ჯოანა ბარტონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და…

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელ ჯოანა ბარტონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ICRC-ს შორის თანამშრომლობა, ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„წლებია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საქართველოსთვის საიმედო და კონსტრუქციული პარტნიორია. უაღრესად ვაფასებთ ორგანიზაციის მრავალწლიან ჩართულობას და იმ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ როლს, რომელსაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერის მიმართულებით ასრულებს“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ICRC-ს მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ პროექტებზე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

შეხვედრის დასასრულს პაატა სალიამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სარაჯიშვილი.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს