ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

პრემიერ-მინისტრი Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორსა და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორსა და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ჰაზემ ბენ-გასემს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ჰაზემ ბენ-გასემს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმ…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ჰაზემ ბენ-გასემს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საავიაციო სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს საავიაციო და ტურისტული სექტორების სწრაფ ზრდას, ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლასა და ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტს, რასთან დაკავშირებითაც Changi Airports International-მა თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა. პროექტის მიხედვით, აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 20 მლნ-მდე მგზავრი იქნება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გლობალურ საინვესტიციო და საავიაციო კომპანიებთან პარტნიორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, გასულ წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ 7.8 მილიონი, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვნად გაფართოვდა საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. დღეს საქართველოში 80-მდე ავიაკომპანია 140-ზე მეტი საერთაშორისო მიმართულებით ასრულებს რეისებს.

მხარეებმა საავიაციო სექტორში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და პარტნიორობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს