ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

შალვა პაპუაშვილი: თუკი დავხედავთ რუსეთის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის ცას, პირდაპირ ჩანს, თუ რა არის ფასი ომის და კონფლიქტის - ჩვენ მშვიდობის კუნძული აღმოვჩნდით იმ მართლაც შეშლილ სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. სწორედ ის, რომ ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ, აღმოჩნდა მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტი

შალვა პაპუაშვილი: თუკი დავხედავთ რუსეთის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის ცას, პირდაპირ ჩანს, თუ რა არის ფასი ომის და კონფლიქტის - ჩვენ მშვიდობის კუნძული აღმოვჩნდით იმ მართლაც შეშლილ სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. სწორედ ის, რომ ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ, აღმოჩნდა მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უსაფრთხოების დაცვა, ეროვნული ინტერესები და შენარჩუნებული მშვიდობა - აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს გარშემო არსებული არასტაბილური გარე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უსაფრთხოების დაცვა, ეროვნული ინტერესები და შენარჩუნებული მშვიდობა - აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს გარშემო არსებული არასტაბილური გარე…

უსაფრთხოების დაცვა, ეროვნული ინტერესები და შენარჩუნებული მშვიდობა - აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს გარშემო არსებული არასტაბილური გარემო მიმოიხილა და ხაზი გაუსვა ხელისუფლების პოზიციას ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, რაც მისივე შეფასებით, მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტია.

პაპუაშვილმა, ასევე ისაუბრა საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებენ და ამით, როგორც ის აცხადებს, საკუთარ მოქალაქეობას აკნინებენ.

„ფაქტები იზომება შედეგებით, თუ რა შედეგები გვაქვს ჩვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო გვაქვს კონფლიქტები. ჩვენს გარშემო არასტაბილური გარემო სწორედ ამ საფრთხის ეპიცენტრში გვაქცევს, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიები და იქიდან მომავალი საფრთხეები, როდესაც ჩვენ სამწუხაროდ, ვხედავთ დასავლეთიდან საქართველოს წინააღმდეგ ზოგიერთ მავნე ქმედებას და ქცევას, მაგალითად, ჩვენს არჩევნებში ჩარევას. საქართველო გაუმკლავდა ყველა მათგანს.

თუკი დავხედავთ ჩვენ რუსეთის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის ცას, ზუსტად პირდაპირ ჩანს, გაზომვა შეიძლება ამის, თუ რა არის ფასი ომის და კონფლიქტის, ეს ყველაფერი ავარიდეთ [ქვეყანას]. ჩვენ მშვიდობის კუნძული აღმოვჩნდით იმ მართლაც შეშლილ სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. სწორედ ის, რომ ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ, აღმოჩნდა მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტი.

ხომ მართლა ტრუიზმია იმაზე საუბარი, რომ შენს ინტერესებს თუ მისდევ, ეს უკეთესია შენი ქვეყნისთვის და არ უნდა იფიქრო სხვის ინტერესებზე. დღემდე უცხო ქვეყნის დროშებით დადიან საქართველოს მოქალაქეები, ამით ამაყობენ, ვერც იაზრებენ, რომ ამით საკუთარ მოქალაქეობას აკნინებენ, როდესაც სხვა ქვეყნის დროშები არის მათთვის განმსაზღვრელი, სხვა ქვეყნის ჰიმნები, სლოგანები, შეძახილები და ასე შემდეგ და ამას აყენებენ საკუთარი ქვეყნის დროშაზე და ჰიმნზე ზემოთ”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს