ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

შალვა პაპუაშვილი იორდანიის დელეგაციას შეხვდა

შალვა პაპუაშვილი იორდანიის დელეგაციას შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე…

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იორდანიას შორის ისტორიულ კავშირებს და განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები.

„აღინიშნა საპარლამენტო დონეზე, ასევე, ვაჭრობის, მედიცინის, განათლების, ტურიზმისა და კულტურის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებაზე.

იორდანიის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს იორდანიაში მდებარე რელიგიურად მნიშვნელოვან ადგილებზე, მათ შორის, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, რომლის მიმდებარედ ქართული კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება. მათი თქმით, დიდია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციალი ტურიზმის მიმართულებით.

აგრეთვე, დადებითად აღინიშნა საქართველოთი დაინტერესება იორდანელი სტუდენტების მხრიდან, რომლებიც ძირითადად მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობენ.

დელეგაციის წევრებმა დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იორდანიის მტკიცე მხარდაჭერა.

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით იორდანიაში მიიწვიეს.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში იორდანიასთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს