ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

შალვა პაპუაშვილი: არანაირი არჩევნები არანაირ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელი აფხაზეთი და ა.შ. „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ორივე ამ ტერიტორიაზე ხელისუფლებას ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. სხვა დანარჩენს აქ შინაარსი და დატვირთვა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი: არანაირი არჩევნები არანაირ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელი აფხაზეთი და ა.შ. „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ორივე ამ ტერიტორიაზე ხელისუფლებას ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. სხვა დანარჩენს აქ შინაარსი და დატვირთვა არ აქვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს. ჩვენი მთავარი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით არის ის, რომ რუსეთმა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის მათ შორის მთავარი ბარიერი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაში…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს. ჩვენი მთავარი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით არის ის, რომ რუსეთმა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის მათ შორის მთავარი ბარიერი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაში…

ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს. ჩვენი მთავარი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით არის ის, რომ რუსეთმა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის მათ შორის მთავარი ბარიერი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაში, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ არ აფიქსირებს საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურ პოზიციას ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. არჩევნების შესახებ.

„არანაირი არჩევნები არანაირ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელი აფხაზეთი და ა.შ. „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ რუსეთი ორივე ამ ტერიტორიაზე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსეთს აქვს ეს ორივე ტერიტორია ოკუპირებული. შესაბამისად, ორივე ამ ტერიტორიაზე ხელისუფლებას ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. სხვა დანარჩენს აქ შინაარსი და დატვირთვა არ აქვს. ასე რომ, ნებისმიერი შესვლა საკითხებში, რომ ახლა იქ არჩევნები არის, თუ არ არის, ნიშნავს, რომ უნდა განვიხილოთ ლეგიტიმურია, თუ არალეგიტიმური. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს. ჩვენი მთავარი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით არის ის, რომ რუსეთმა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის მათ შორის მთავარი ბარიერი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაში. აღიარება იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და ყველა ეს ბარიერი მოიხსნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს