ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ირაკლი ფავლენიშვილი – ივანიშვილის რეჟიმის მიღებული ნებისმიერ კანონი მიზნად ისახავს ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის განადგურებას, იგივე მიზანი არ აქვთ სხვა ქვეყნებს, აშშ-ში ოპოზიციურ პარტიებს არ კრძალავენ

ირაკლი ფავლენიშვილი – ივანიშვილის რეჟიმის მიღებული ნებისმიერ კანონი მიზნად ისახავს ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის განადგურებას, იგივე მიზანი არ აქვთ სხვა ქვეყნებს, აშშ-ში ოპოზიციურ პარტიებს არ კრძალავენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოში კანონის მიღების მიზანია, ივანიშვილმა მიიტაცოს ძალაუფლება და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, ორგანიზაციის დარეგისტრირების უფლება ფაქტობრივად არ ჰქონდეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოში კანონის მიღების მიზანია, ივანიშვილმა მიიტაცოს ძალაუფლება და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, ორგანიზაციის დარეგისტრირების უფლება ფაქტობრივად არ ჰქონდეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმარ…

საქართველოში კანონის მიღების მიზანია, ივანიშვილმა მიიტაცოს ძალაუფლება და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, ორგანიზაციის დარეგისტრირების უფლება ფაქტობრივად არ ჰქონდეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა ქვეყნებში კანონების მიღების მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისა და კრიტიკული აზრის ჩახშობა არ არის.

„ქართული გამჭვირვალობის კანონი კი არა ნებისმიერი კანონი, რომელიც არის ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიღებული, ისახავს მიზნად ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის განადგურებას. იგივე მიზნები და იგივე საფუძვლები არ არსებობს არცერთ ქვეყანაში. რაც არ უნდა მაგალითები მოიყვანოთ, ვერ იქნება ეს ტოლფასი, რადგან აშშ-ში არც ოპოზიციურ პარტიებს კრძალავენ, არც სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებენ და არც კრიტიკულ აზრს ახშობენ.

მარტივად გიხსნით, რა განსხვავებაა საქართველოსა და ამერიკის პოლიტიკურ ლანდშაფტს შორის. ამიტომაც არის განსხვავება იმ კანონებს შორის, რომელსაც მიიღებენ. აქ კანონის მიღების მიზანია, რომ ივანიშვილმა მიიტაცოს ძალაუფლება და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, ორგანიზაციის დარეგისტრირების უფლება ფაქტობრივად არ ჰქონდეთ. ეს არის ივანიშვილის და მისი ბანდის მიზანი. ეს მიზანი არ ამოძრავებთ სხვა ქვეყნებს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „კანონები ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, როდესაც ისინი აშშ-ში მოქმედებენ უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებით და კონტროლით“. ამასთან, კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ მოამზადა „ფარას“ გამკაცრების კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა, ინფლუენსერებზეც გავრცელდეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს