ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

ირაკლი ზარქუა – ე.წ. ალიანსის ბედი თავიდანვე გარკვეული იყო, ერთმანეთს და შემორჩენილ ამომრჩეველს ატყუებდნენ, თითქოს ერთობა იყო, რა უნდა გამოვიდეს ლუზერების გაერთიანებიდან, არაფერი, ასეც დაიშალნენ

ირაკლი ზარქუა – ე.წ. ალიანსის ბედი თავიდანვე გარკვეული იყო, ერთმანეთს და შემორჩენილ ამომრჩეველს ატყუებდნენ, თითქოს ერთობა იყო, რა უნდა გამოვიდეს ლუზერების გაერთიანებიდან, არაფერი, ასეც დაიშალნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რა ოპოზიციური ფრონტი უნდა გამოვიდეს ზურაბიშვილის ლიდერობით?! ლუზერების გაერთიანებაა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ნათელი იყო, რომ ლუზერებისგან არანაირი სერიოზული ძალა არ გამოვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რა ოპოზიციური ფრონტი უნდა გამოვიდეს ზურაბიშვილის ლიდერობით?! ლუზერების გაერთიანებაა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ნათელი იყო, რომ ლუზერებისგან არანაირი სერიოზული ძალა არ გამოვ…

რა ოპოზიციური ფრონტი უნდა გამოვიდეს ზურაბიშვილის ლიდერობით?! ლუზერების გაერთიანებაა, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ნათელი იყო, რომ ლუზერებისგან არანაირი სერიოზული ძალა არ გამოვიდოდა და ასე დაიშალნენ კიდეც.

„ე.წ. ალიანსის ბედი თავიდანვე გარკვეული იყო, ეს აჯაფსანდალი რაც შექმნეს, ერთმანეთს და შემორჩენილ ამომრჩევლებს ატყუებდნენ, თითქოს ეს იყო ერთობა და ერთიანი პლატფორმა, რადგან უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ და მათი პატრონებისთვის ეთქვათ, რომ ეს გამარჯვების პლატფორმაა. მაგალითად, ყოფილმა პრეზიდენტმა, ზურაბიშვილმა სამი-ოთხი შექმნა. ერთმა არ გაამართლა, მეორემ, მესამემ და აკეთებს და აკეთებს პლატფორმებს. ლიდერი ვარო, სადაქალოსთან ერთად შაბათ-კვირას რესტორანში რომ მიდიან, რუსთაველზე ჩამოიშხუილებენ და ინტერვიუს მისცემენ. ხაზს უსვამს, ლიდერი მე ვარო. პატრონებს ეუბნებიან, აქ ვართ, ჩვენ კი არ დავშლილვართ და დაგვაფინანსეთო. რა ოპოზიციური ფრონტი უნდა გამოვიდეს ზურაბიშვილის ლიდერობით?! ლუზერების გაერთიანებაა. რვა, ცხრა თუ ათ კაციანი პარტიები, რომ აქვთ. რა უნდა გამოვიდეს, არაფერი, ერთმანეთს ატყუებენ. ჩვენთვის დღესავით ნათელი იყო, რომ ამ ლუზერებისგან არანაირი სერიოზული ძალა არ გამოვიდოდა და ასე დაიშალნენ კიდეც“, – განაცხადა ზარქუამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს