ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

ბერლინში „ფეისბუქ“-პოსტის გამო ოპოზიციის აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ბერლინში „ფეისბუქ“-პოსტის გამო ოპოზიციის აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ოპოზიციის აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ბერლინში იმყოფება, ამბობს, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ოპოზიციის აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ბერლინში იმყოფება, ამბობს, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.…

ოპოზიციის აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ბერლინში იმყოფება, ამბობს, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

როგორც ფერაძე სოციალურ ქსელში წერს, გერმანული კანონმდებლობით ინტერნეტში შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით ისჯება.

„მოკლედ ასეთი ამბავია: მომივიდა წერილი, რომ ფბ პოსტის გამო ჩემზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აქ, ბერლინში. კი, აქაური კანონმდებლობით თურმე სისხლით განიხილება ფბ შეურაჯღობები. არ წერია ვინ შეიტანა სარჩელი, მხოლოდ დრო წერია, როდის გამოქვეყნდა პოსტი და ამითი მე კი მივხვდი, ვინც იყო, მაგრამ ველი პასუხს და უკვე დოკუმენტირებულად გამოვდებ სახელს და გვარს.

მანამდე კი ჩემს ვარაუდს გეტყვით: ბერლინში ჩანერგილი საკმაოდ დიდ აუდიტორიიანი ქოცი გარეწარია.

ეს პირველი ეტაპი, ჩემი ადვოკატის და სამართალდამცავების მიმოწერის:

** **** (ადვოკატის სახელი)

ადვოკატი

სისხლის სამართლის სპეციალისტი

ბერლინი, 07.09.2026

თქვენი ნომერი:

*****

საგამოძიებო საქმე ნატალია ფერაძის წინააღმდეგ

პატივცემულო ბატონო ****,

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

თანდართული ჩემზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე გაცნობებთ, რომ ქალბატონმა ნატალია ფერაძემ დამავალა მისი დაცვა წინამდებარე სისხლის სამართლის/საგამოძიებო საქმეში, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს Facebook-ის საშუალებით სავარაუდო შეურაცხყოფის გამო.

ჩემი რჩევის შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი შემდგომ შეტყობინებამდე ისარგებლებს დუმილის უფლებით.

უკვე ამ ეტაპზე ვითხოვ, რომ წინამდებარე საქმე გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (StPO) §170-ის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეწყდეს.

ამასთან, ვითხოვ, რომ რაც შეიძლება მალე მომეცეს საქმის მასალების გაცნობის უფლება (Akteneinsicht) პროკურატურის/სასამართლო ორგანოს მიერ საქმის მასალების ციფრული სახით მოწოდებით. ალტერნატიულად, ვითხოვ საქმის მასალებისა და, არსებობის შემთხვევაში, დამატებითი საქმის მასალების სამი დღის ვადით ჩემს ოფისში წაღების შესაძლებლობას.

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სამი დღის განმავლობაში წარდგენილი იქნება შესაბამისი პოზიცია/განცხადება.

პატივისცემით,

**** ***""""

ადვოკატი“, - წერს ფერაძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს