ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

IAEA-ს 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

IAEA-ს 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენ…

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი IAEA-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს ჰუა ლიუს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა IAEA-ს პროგრამებში, მათ შორის Atoms4Food ინიციატივაში, რომელიც ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სურსათის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე, ენერგეტიკის მიმართულებით ცოდნისა და შესაძლებლობების გაღრმავების პოტენციალზე.

კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები შედგა IAEA-ს სხვადასხვა დეპარტამენტის და ევროკომისიის სექტორის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე განხილული იყო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოები, მარეგულირებელი სისტემის განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები.

IAEA-ს 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში გამართულმა მაღალი დონის შეხვედრებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო სანდო პარტნიორია და მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია აქვს რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების პროცესში. მსგავსი საერთაშორისო ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებას.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს