ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 13

პარლამენტის წევრები „ფერმერის დღე 2026-ს“ დაესწრნენ

პარლამენტის წევრები „ფერმერის დღე 2026-ს“ დაესწრნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის წევრები „ფერმერის დღე 2026-ს“ დაესწრნენ. ღონისძიება, რომელიც თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის წევრები „ფერმერის დღე 2026-ს“ დაესწრნენ. ღონისძიება, რომელიც თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმ…

საქართველოს პარლამენტის წევრები „ფერმერის დღე 2026-ს“ დაესწრნენ. ღონისძიება, რომელიც თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნეს.

„ფერმერის დღე 2026-ის“ ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული აგროსექტორის მრავალფეროვან პროდუქციას, ასევე, სამინისტროს უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ფერმერებისა და აგრობიზნესისთვის ხელმისაწვდომი აგროსერვისებისა და მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში სპეციალური ჯილდოები გადაეცათ იმ ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში.

„ფერმერის დღე 2026“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების საქმიანობის წარმოჩენა და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს